ეს ის ” პარვუს ჯგუფია” სოფელ გომის მიმდებარედ მდ. ბჟუჟს რომ უპირებს საბიტკოინედ დაშრობას.
თაღლითური სქემით შემოპარული კომპანია 6 დან 30 მგვტ – მდე ზრდის ჰესების სიმძლავრეს რეალური გარემოსდაცვითი კვლევებისა და გათვლის გარეშე.
წვეთ წყალს არ დატოვებენ საპროექტო არეალში რამდენიმე კმ. მანძილზე.თან სხვადასხვა ვითომ „ქველმოქმედებით“ ცდილობს მოსახლეობის გაბრიყვებას.
რა მოიმოქმედა კომპანიამ შატილში?
ავტორები: მარიამ გამზარდია, გვანცა მაისურაძე და სალომე გაზდელიანი
“შატილში უშუქობა, წლებია, პრობლემაა. ზამთრობით, ადგილზე დარჩენილებს თავის გატანა გენერატორებითა და ფარნებით უწევდათ, ზაფხულობით კი უშუქობის გამო ტურისტულ სეზონსაც პრობლემა ექმნებოდა.
ასე იყო 3-მილიონიანი მცირე ჰესის, “ბიტეხი 1”-ის აგების მიუხედავად. ამ ზაფხულს, ანუ გახსნიდან მეოთხე წელს, ჰესი შეუფერხებლად ამუშავდა, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე, ვერ ვიტყვით. მცირე ჰესი ალაგ-ალაგ, წარსულშიც კი ირთვებოდა.
რა გააკეთა “პარვუს ჯგუფმა” შატილში?
მთავრობამ 3 მილიონი ლარი დახარჯა, რომ შატილს შუქი ჰქონოდა. ამ თანხით ერთი მცირე ჰესი ააშენეს. თუმცა, წლებია, შეფერხებით მუშაობდა და თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებდა.
ჰესის მშენებელი საქართველოს ენერგოსისტემისთვის კარგად ნაცნობი სულხან ზუმბურიძის ახალდაფუძნებული კომპანია იყო. შპს “პარვუს ჯგუფმა”, რომლის დირექტორი და წილების 50 პროცენტის მფლობელი ზუმბურიძეა, შატილში, მდინარე არღუნზე, 200 კვტ დადგმული სიმძლავრის ჰესის მშენებლობაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო.
შატილის ახალი ჰესი მდინარე არღუნზე
ზუმბურიძეს 2010-2018 წლებში სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორის და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ამ წლებში, ზუმბურიძე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად საჯარო მოხელედ მიიჩნეოდა.
მაგალითად, 2015-2018 წლის დეკლარაციებში ვკითხულობთ, რომ ზუმბურიძის თვიური შემოსავალი 22-28 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობდა. ეს საქართველოს პრემიერმინისტრის ხელფასსაც კი აღემატება.
საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგაც ზუმბურიძე ბიუჯეტიდან შემოსავალს კომპანიის გავლით იღებს. მხოლოდ ერთი კომპანიის, შპს “პარვუს ჯგუფის” ანგარიშზეა მთავრობისგან მიღებული 6 ხელშეკრულება, რომელთა საერთო ღირებულება 54 მილიონ ლარს აღწევს.
ენერგეტიკის განვითარების ფონდმა 2019 წელს განიზრახა, რომ უშუქოდ დარჩენილი შატილის მოსახლეობისთვის ახალი ჰესი აეშენებინა. ფონდის მიერ შექმნილ სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ მცირე ჰესი კარგი საშუალებაა ისეთი რეგიონებისთვის, სადაც ენერგიის მიწოდება გადამცემი ხაზების ნაკლებობის გამო შეუძლებელია.
ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, ააშენონ 200 კვტ სიმძლავრის ჰესი, რომელიც, მათი სიტყვებით, “ვერ შეაჩერებს რეგიონში არსებული სოფლებიდან ხალხის მიგრაციას, მაგრამ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაში დიდ როლს შეიტანს მომავალში.
გადაწყდა, რომ მცირე ჰესს ელექტროსისტემისთვის კარგად ცნობილი სულხან ზუმბურიძის კომპანია ააშენებდა და ამისთვის 3 მილიონი ლარიც გამოიყო. წესით, ამ ჰესს, რომელსაც “ბიტეხი 1” ჰქვია, დაახლოებით,20-30 ოჯახის საჭიროებები უნდა დაეკმაყოფილებინა.
მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ჰესის მშენებლობა 2020 წელს დასრულდა, თუმცა შემდეგ რამდენჯერმე დაზიანდა და შეკეთება გახდა საჭირო.
ჰესის მშენებლობის დასაწყებად “პარვუს ჯგუფმა” ქვეკონტრაქტორები დაიქირავა. შპს “hydromew pl z.o.o” პოლონური კომპანიაა, რომელსაც პროექტის დეტალური დიზაინის შემუშავება და საჭირო მოწყობილობების დამზადება/მიწოდება დაევალა. მასთან “პარვუს ჯგუფის” შვილობილმა “პარვუს ჰიდრომ” 460 000 – ევროიანი ხელშეკრულება გააფორმა. მეორე ქვეკონტრაქტორი შპს „gevolt”-ია, რომელსაც ტვირთების ტრანსპორტირება, მუშა პერსონალის მობილიზება და სპეცტექნიკის მიწოდება ევალებოდა.
ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია, ჰესის მშენებლობამდე, რა საინჟინრო-გეოლოგიური თუ ჰიდროლოგიური კვლევები ჩატარდა შატილში, კონკრეტულად, მდინარე არღუნზე. ვფიქრობდით, დაგვედგინა, რამდენია ჰესის საპროექტო გამომუშავება ჩართვიდან დღემდე, რამდენჯერ დაზიანდა და რამდენი საათით იყო გამორთული ჰესი 2020 წლიდან მოყოლებული.
ამის გასარკვევად ჯერ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ. დუშეთის მუნიციპალიტეტმა გვიპასუხა, რომ ჰესი მათ ბალანსზე არ იყო და შესაბამისად, კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემდნენ.
პირველი წერილი ეკონომიკის სამინისტროსთან ჯერ კიდევ 2023 წლის ივნისში გავგზავნეთ, მეორე კი 2024 წლის თებერვალში, პერიოდულად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს ვეკონტაქტებოდით, რომ როგორღაც დოკუმენტები მოეწოდებინათ, თუმცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია.
ტურბინა, რომელიც გაფუჭდა, 637 200 ლარი დაჯდა. ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და ნატანის კვლევები, რომელთა საფუძველზეც უშუალოდ ჰესის პროექტი უნდა შექმნილიყო – 48 616 ლარი. სათავე ნაგებობის მშნებლობაში კი 181 167 ლარი გადაიხადეს.“
გაგრძელება იქნება _წერს ირმა გორდელაძე.
მსგავსი სტატიები
- 82კომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
- 76
- 75
- 72„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ „ძირითადი პრობლემა სტაბილურობის დეფიციტია – ანუ, შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა უმუშევარი დარჩე და ოჯახი ვერ გამოკვებო. ამიტომაა სპეციალისტების ნაკლებობაა, მათი აბსოლიტური უმრავლესობა ევროპასა და ამერიკაში წავიდა, შესაძლოა აქ ყოველთვიურად და წლიურად უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს, მაგალითად ნებისმიერ ხელოსანს, მაგრამ როგორც…