ოზურგეთის სასპორტო სკოლის აღზრდილი, საქართველოს ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი თოხაძე 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის 55 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
მანამდე გიორგი თოხაძე ბავშვთა ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი და ჭაბუკთა შორის (17 წლამდე) ევროპის ჩემპიონი იყო.
გაზეთი „ალიონი“ ცნობილ მწვრთნელს, მსოფლიო თასის მფლობელს გურამ მაჭარაშვილს ესაუბრა:
_ოზურგეთის ჭიდაობის სკოლის კიდევ ერთი გამარჯვებაა გიორგი თოხაძის წარმატება.ვულოცავთ მის მწვრთნელებს ძმებს ზურაბიანებს და ზურაბ ჯაბიძეს (ნაკრების მწვრთნელი) ამ გამარჯვებას.
უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ ერთი ოზურგეთელი,ჩემი აღზრდილი საქართველოს ნაკრების წევრი საბა მამალაძე ტრავმის გამო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრა. საბას ნაკრებში ასევე ჩემი აღზრდილი უჩა მჟავანაძე წვრთნის.
ჩემი გულისტკივილი უნდა გაგიზიაროთ. ოზურგეთში, სხვადასხვა სოფლის საჭიდაო ჯგუფებში ბევრი ბავშვი დადის სხვადასხვა დაბიდან თუ სოფლიდან. მგზავრობა გაძვირდა. ვიცი, თბილისის მერია 40 ლარამდე თანხას ურიცხავს სპორტსმენებს სატრანსპორტო ხარჯებისთვის. ოზურგეთშიც შეიძლება დაუდგნენ ბავშვებს გვერდით და საკრებულომ მიიღოს გადაწყვეტილება სატრანსპორტო ვაუჩერების გაცემის შესახებ. ან კიდევ სპონსორები გამოჩნდნენ _გვითხრა გურამ მაჭარაშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 51ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 48ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 47დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 45ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 40საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…