26 სექტემბერს სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყო.

გზშ ექსპერტმა ლევან ოზბეთელაშვილმა შპს „პარვუს ბასრას“ მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ბჟუჟას ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების (ბასრა 1“, „ბასრა 2“,,ბასრა 3“ და ,,ბასრა 4“) ექსპლუატაციის (სიმძლავრეების გაზრდა), 35 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მოწყობის პროექტი წარმოადგინა.

_საწყის ეტაპზე „ბასრა ჰესის“ სიმძლავრეები განისაზღვრა გენერირებული ენერგიის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც ცალსახად დამოკიდებული იყო რეგიონში მაღალი ძაბვის ხაზის არსებობასთან. ხოლო, ვინაიდან, პროექრის დაგეგმვის და შემდგომი განვითარების ეტაპზე საკვლევ არეალთან ახლოს იდენფიცირებულ ერთადერთ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს წარმოადგენდა 35 კვ. ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი „შემოქმედი,“ საპროექტო გადაწყვეტილების შესაბამისად დაიგეგმა-განხორციელდა მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მოწყობა და წარმოებული ენერგიის საერთო ქსელში ჩართვის მიზნით 35კვ ელექტრო გადამცემ ხაზ „შემოქმედთან“ დაერთება.

დღეს არსებული მოცემულობით სიტუაცია შეიცვალა: საკვლევ რეგიონში დაიწყო 110 კვ. ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ მშენებლობა, რამაც შესაძლებელი გახადა გაიზარდოს „ბასრა ჰესების“ დადგმული სიმძლავრე და გენერირებული ელექტროენერგია ჩართოს „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ 110 კვ. ქსელში. რეგიონში გაჩნდა „ბასრა ჰესის“ საპროექტო სიმძლავრეების გაზრდისა და წარმოებული ელექტროენერგიის გაზრდილი რაოდენობის საერთო ქსელში ჩართვის ახალი პერსპექტივა.ჰესების საერთო სიმძლავრე ამჟამად 30 მგვტ იქნება“_განაცხადა ექსპერტმა ლევან ოზბეთელაშვილმა.

გზშ განხილვაში მონაწილეობდნენ თათული ნატროშვილი (გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი); მიხეილ ქარცივაძე (გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო), „პარვუს ჯგუფის“ მენეჯერი ზურაბ ბესელია ,  ლევან ჭელიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა ნონიაშვილი და სხვები.

აღინიშნა, რომ ასეთი ტიპის ჰესებს არ სჭირდება შეტბორვა, წყლის ეკოლოგიური ხარჯი 10 %-ია, თუმცა მდინარის აუზში გაცილებით მეტი წყალი რჩება.

მდინარის აუზში ფიქსირდება ნაკადულის კალმახი და ასევე კავკასიური სალამანდრა, რომლეთა დაცვის მექანიზმები არსებობს. წარმოადგინეს თევზსავალის პროექტები. ექსპერტების თქმით, ზოგადად, დასახელებული ჰესების მშენებლობა კლიმატის ცვლილებებზე ზემოქმედებას არ ახდენს.

ისაუბრეს სოფელში განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე.

_ შემოქმედის სკოლა 1867 წლიდან არსებობს. იგი ამ სოფლის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ამ სკოლას ამ ეტაპზე სჭირდება სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. სოფელს ამხელს წყლის რესურსი აქვს და სკოლას არ აქვს წყალი. 7 პირველკლასელი გვაყვს. იმედი გვაქვს, სკოლა არ დარჩება წყლის გარეშე და პრობლემა მოგვარდება სოციალური პროეტებისთვის გამოყოფილი თანხიდან.

_ჰესების მშენებლოს დასრულებამდე სოფელში სოციალურ პროექტებზე 700 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო შემდეგ  ყოველწლიურად 200 000 ლარი მოხმარდება სოფელს, _განაცხადა თამაზ ახვლედინმა (საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი).

განხილვაზე დარბაზის მიერ დასმულ არერთ კითხვას უპასუხეს. მაგალითად ნინო რუსიეშვილი წუხდა, რომ გაქრობის საშიშროება ხომ არ ემუქრება ჭინჭაოს ტბას, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ხოლო  პოლიტოლოგ და აქაურ ბიზნესმენ ვახუში მენაბდეს  აინტერესებდა მილების სიგრძე, სადაც გაივლიდა ჰესებისთვის გათვალისწინებული წყალი, რა რაოდენობის წყალს დატოვებდნენ მდინარე ბჟუჟის აუზში:

_ „ მილების საერთო სიგრძე 7 კილომეტრია. ეკოლოგიურ ხარჯად ითვლება წყლის ის რაოდენობა, რომელიც მუდმივად უნდა მიედინებოდეს კალაპოტში მდინარის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად. ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტირებისას გამოიყენება გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც ითვალისწინებს საშუალო მინიმალური ჩამონადენის 10% დატოვებას მდინარის კალაპოტში, ან ხარჯს საშუალო წლიური ჩამონადენის 90-99% უზრუნველყოფის სიდიდეებს შორის. ზემოქმედებას დაქვემდებარებულ მდინარესთან დაკავშირებული, მათ შორის იქთიოფაუნის და ზოგადად მდინარის ეკოლოგიური გარემოსთვის განსაზღვრული ეკოლოგიური ხარჯის საკმარისობის საკითხის შეფასება და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები ასახულია გზშ-ს ანგარიშში, ამასთან აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტებით (FAO) რეკომენდებული 10%_ზე მეტი წყალი რჩება რეალურად კალაპოტში, წლის ჭრილში თუ განვიხილავთ ესაა: ბასრა 1-ის შემთხვევაში 21%, ბასრა 2- 27%, ბასრა 3- 15%, ბასრა 4- 18%,“ – უპასუხა კითხვის ადრესატებს „პარვუს ჯგუფის“ ჰესების ექსპერტმა გიორგი გულდედავამ.

შეხვედრაზე უპასუხეს სხვა შეკითხვებსაც.

რა ხდება გზშ-ს განხილვის შემდეგ? _ამ კითხვას  გარემოს ეროვნულიდაცვის  სააგენტოს წარმომადგენელმა გასცა პასუხი:. მისი თქმით, სააგენტოს ექსპერტების დახმარებით მოხდება დღევანდელი შეხვედრის შესწავლა, რის შემდეგ გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა „პარვუს ჯგუფი“ ჰესების მშენებლობის ნებართვას მდ.ბჟუჟის ხეობაში. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მდინარე ბჟუჟის ხეობაში ოთხი ჰესის შენობის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

მსგავსი სტატიები

  • 78
    მდინარე ბჟუჟის ხეობაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევებიგარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში რეგიონის მედიასაშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა. მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში (გომი), მდინარე  ბჟუჟის ხეობაში კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ ოთხი ჰესის მშენებლობის შესახებ ისაუბრა. როგორც ირმა გორდელაძემ აღნიშნა, ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, როცა სოფელ გომში მოვხვდით ერთ-ერთ…
  • 77
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
  • 73
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
  • 72
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
  • 72
    ბახვი ჰესი  - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა  #ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …