ქალთა შორის საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში „ლანჩხუთი“ ლიდერობს. ისინი ზედა ჯგუფში ასპარეზობენ და 10 ტურის შემდეგ (7 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 25:4) 22 ქულა აქვს.
მათ ბოლო ტურში სტუმრად „ნიკე-ლუსო“-სთან 0:0 ითამაშეს.
ამ ტურში „კვარტალმა“ სტუმრად „ბათუმი“ 1:5 დაამარცხა და 19 ქულით მეორე ადგილზეა. „ნიკე-ლუსოს“ 17 ქულა აქვს.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში 25 ოქტომბერს 20:00 საათზე, მიხეილ მესხი 2 – ზე ირლანდიას დაუპირისპირდება.
ქსკ „ლანჩხუთიდან“ამ შეხვედრისთვის ეკა თაბაგარი, გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, ნინო ჩხარტიშვილი, სოფიკო ნარსია, ირინა ხაბურზანია და თეონა ბაქრაძე ემზადებიან.
| წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
ბოლო ორ ტურში დამარცხდა მე-3 ლიგაში (მამაკაცები) მოასპარეზე ჩოხატაურის „ბახმარო“. მათ ჯერ ქედაში „ბეთლემთან“ წააგეს: 1:2 , შემდეგ კი შინ _„გონიოსთან“ 1:2. (გოლები ირაკლი ქობალია (მე-5 წთ.), ლევან ინგოროყვა (მე-17 წთ. პენ.), იგორ პერეირა (25-ე წთ.)
„ბახმარო“ 24 ტურის შემდეგ (6 მოგება, 7 ფრე, 11 წაგება, ბ/შ 17:22) 25 ქულით მე-11 ადგილზეა.
მძიმე მდგომარეობაშია ერთ დროს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელთა გუნდი „გურია“. მათ დღეს თბილისში „მერანთან “-თან 0:2 წააგეს შეხვედრა და გათამაშების ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზე იმყოფებიან.
„გურიას“ 24 ტურის შემდეგ (4 მოგება, 6 ფრე, 14 წაგება, ბ/შ 21:48) 18 ქულა აქვს.
ბოლო 2 ტურში მე-4 ლიგაში მოასპარეზე „მერცხალი“ იგებს. მათ 24-ე ტურში შინ 1:0 დაამარცხეს „მერანი 2 მრ“, ხოლო გუშინ თბილისში, „მერანი 2“ 0: 4 მოუგეს.
25 ტურის შემდეგ „მერცხალს“(9 მოგება, 4 ფრე, 12 წაგება, ბ/შ 49:51) 31 ქულა აქვს.
სეზონის დასრულებამდე დარჩენილია 5 ტური.
ორიოდ სიტყვით ლანჩხუთის „ჩიბათზეც“ ვთქვათ. ეს ახალგაზრდული გუნდი ურიგოდ არ თამაშობს რეგიონლიგაში. მათ 20 ტურში (7 მოგება, 1 ფრე, 12 წაგება, ბ/შ 38:61) 22 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზეა.
მსგავსი სტატიები
- 85არასახარბიელოდ გამოდიან რეგიონის ფეხბურთელთა გუნდები საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში (მე-3, მე-4 ლიგა) და აუტსაიდერთა შორის არიან. ლანჩხუთის „გურიამ“ 6 ქულიდან 4 ბოლო ტურებში მოიპოვა. მე-8 ტურში „გურიამ“ სტუმრად „მერანი მრეტები“ დაამარცხა 4:2, ხოლო მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერთან, თბილისის „მერანთან“ შინ 1:1 ითამაშა. ჩოხატაურის „ბახმარო“ კი ბოლო 2 ტურში დამარცხდა. ჯერ…
- 83
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის მე-18 ტურის შეხედრები გაიმართა. გათამაშების აუტსაიდერი ჩოხატაურის „ბახმარომ“ ამ ტურში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს „გორს“ შეხვდა და ნულოვანი ფრე 0:0 ითამაშა. „ბახმაროს“ 18 ტურის შემდეგ (2 მოგება, 3 ფრე, 13 წაგება, ბ/შ 11:44) მხოლოდ 9 ქულა აქვს და ბოლო მე-16 ადგილზე იმყოფება. - 82
დღეს, საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის ოზურგეთის „მერცხალი“ სტუმრად „სამცხეს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა. იგივე ბედი ეწია ჩოხატაურის „ბახმაროს“, რომელიც შინ „ალგეთთან“ 0:5 წააგო. 8 ტურის შემდეგ „მერცხალი“ (4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 12:11) 14 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა. რაც შეეხება „ბახმაროს“… - 82
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის ლანჩხუთის „გურიამ“ შინ „ივერია“ 5:2 დაამარცხა. ლანუთელთაგან გოლები გაიტანეს: ჩაბანავა (მე-5 წთ.), ქოქოსაძე (54 წთ.), კახაბრიშვილი (70,72,87 წთ.) „გურიას“ 14 ტურის შემდეგ (9 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 40:9) 30 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში კვლავ მე-2 ადგილზეა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „თბილისი… - 82
2017 წ. არჩეული იქნა საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრად, დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო პროფესორად, საქართველოს მწერალთა კავშირის დესპანად კულტურის საკითხებში ისრაელში. საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში, III ლიგაში მოსაპარეზე ლანჩხუთის „გურიამ“ ოფიციალურად გაინაღდა მომდევნო სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება. გოჩა ტყებუჩავას გაწვრთნილმა გუნდმა ლიგა 3-ის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა, 27-ე…