ჩეჩნეთში სამხედრო კოლონას ესროლეს, არის მსხვერპლი. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული გვარდია („როსგვარდია“) ავრცელებს.

მათი განცხადებით, ხუთშაბათს უცნობმა პირებმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს შემოგარენში სამხედრო კოლონას ესროლეს. უწყების ცნობით, მინიმუმ ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი დაჭრილია.

„როსგვარდიის“ განცხადებით, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ იპოვონ და დააკავონ თავდამსხმელები.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ