24-27 ოქტომბერს ქალაქ რიგაში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა ჩოგბურთელი – ბარბარე სიხარულიძე, ანდრია ჩხარტიშვილი, ლუკა სიჭინავა, აკაკი გაბიცინაშვილი და ანასტასია ჩხარტიშვილი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ მონაწილებას.
19-წლამდე გოგონათა შორის მონაწილეობდა ანასტასია ჩხარტიშვილი, რომელიც 17-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონია.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში, რომელსაც ევროპის ფარგლებში სარეიტინგო ტურნირის სტატუსი ჰქონდა, მონაწილეობას იღებდა ევროპის 13 ქვეყნის (ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთ და სხვ.) 200-მდე ქვეყნის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
ჩვენმა 13-წლამდე ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელებმა, ბარბარე სიხარულიძემ და ანდრია ჩხარტიშვილმა, რომლებიც პირველად იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის გარეთ გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირში, საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირეს – მე-11 ადგილი ევროპის 48 პრეტენდენტს შორის. აღსანიშნავია, რომ ანდრია ჩხარტიშვილს შედეგიანი თამაშისთვის, ტურნირის ორგანიზატორის განსაკუთრებული გადაწყვეტილებით, 19-წლამდელებში თამაშის უფლება დართეს, სადაც მან 40 მონაწილეში 21 ადგილი დაიკავა, საინტერესო და სანახაობრივი თამაშის ჩვენებისთვის კი სამახსოვრო სუვენირიც გადაეცა. ლუკა სიჭინავა, რომელიც ასევე პირველად მონაწილეობდა ქვეყნის გარეთ გამართულ საერთაშორისო ტურნირში 15-წლამდელებში, 29-ე ადგილს დასჯერდა, ხოლო 19-წლამდელებში 22-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება აკაკი გაბიცინაშვილის გამოსვლას, მან საერთო ჩათვლაში მე-15 ადგილი დაიკავა.
ანასტასია ჩხარტიშვილმა ჯგუფი ოთხიდან ოთხი მოგებით დაასრულა და პირველი ადგილით გადავიდა 1/8-ფინალში. ფინალში კი ანასტასიას ელოდებოდა ძლიერი მეტოქე ლიეტუვიდან სმილტე მოლკუნაიტე, რომელმაც ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ესტონელი ირინა ლიტვინოვა ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
ანასტასიამ ფინალურ შეხვედრაში შთამბეჭდავად ითამაშა და მოწინააღმდეგე მშრალი ანგარიშით, 3-0 (11-8,11-5,11-7) უშანსოდ დაამარცხა.
მსგავსი სტატიები
- 69ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 68ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 67ქ.ფოთში დამთავრდა საერთაშორისო ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი „ნანა ალექსანდრიას თასი-2024“ , რომელშიც 26 ქვეყნის ქვეყნის 450 მოჭადრაკე მონაწილეობდა. წელს ტურნირმა განსაკუთრებით ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი, რაც მეტწილად განპირობებული იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი საპრიზო ფონდით (60 000 ლარი!). ღია A ტურნირში ჩართულ 50 მონაწილეს შორის 10 დიდოსტატი და 17 საერთაშორისო ოსტატი იბრძოდა პირველ…
- 6711 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…
- 67თბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…