დღეს, ოზურგეთის #60 საოლქო კომისიის სხდომაზე ოზურგეთში #03 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ამავე საუბნო კომისიის მდივანს  გაფრთხილება მისცეს.

როგორც კომისიის სხდომაზე გაირკვა, #03 კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არასწორად ქონდათ ოქმში მითითებული. არ ჰქონდა ბათილი ბიულეტენები გათვალისწინებული ანუ 1253-ის ნაცვლად უნდა ყოფილიყო 1276 ამომრჩევლი.ასევე არ ჰქონდათ შესაბამის ოქმზე ხელი მოწერილი.

.#60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძის განმარტებით (აღნიშნულ პროცესს საოლქო კომისიის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დამკვირვებლები ესწრებოდნენ)  ჩანაწერთა წიგნში ვერიფიკაციის აპარატის ჩეკი რაც იყო საბოლოო, იმას დაუმატეს გადასატანი ყუთის ხელმოწერების რაოდენობა და ნამდვილად ბალანსი დაჯდა.

საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებისთვის #03 საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს გაფრთხილებები მიეცათ.

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ