საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას.
პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი და სისტემური ნაწილია. ასეთ ძალადობას ხელს უწყობს საგამოძიებო ორგანოების სრული პასიურობა და სამართლებრივი რეაგირების არ არსებობა, რაც ქმნის დაუსჯელობის სისტემურ პრაქტიკას.
სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როდესაც მათი გადაწყვეტილებებით, ათობით უდანაშულო ადამიანი, პოლიტიკური პატიმარი, ციხეში, უმკაცრესი სასჯელის მოლოდინშია, ხოლო, ქართული ოცნების წარმომადგენლებს ძალადობის სრული თავისუფლება და დაუსჯელობის გარანტიები აქვთ.
მოვუწოდებთ:
სამართალდამცავ ორგანოებს:
დაუყოვნებლივ აწარმოონ დანაშაულის ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება სწორი კვალიფიკაციით, დროული საგამოძიებო და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებებით. უარი თქვან უდანაშაულო ადამიანების დასჯაზე, გამოავლინონ და დასაჯონ რეალური დამნაშავეები.
მსგავსი სტატიები
- 94
- 92
- 90
- 87ოზურგეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში პოლიციის შენობის წინ ქალებმა აქცია გამართეს. ისინი შენობასთან აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოებით მოვიდნენ და ძალადობის ფაქტები დაგმეს. აქციაზე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის, და მედიის წარმომადგენლები. აქციაზე მოვიდა თბილისში აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა მტარგმნელის, ოზურგეთელი დათა ხარაიშვილის დედა ნანა მჟავანაძე.
- 8529 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო.…