2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.
მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:
თბილისიდან გასვლა – 09:00
ოზურგეთში ჩასვლა – 16:18;
ოზურგეთიდან გასვლა – 08:40
თბილისში ჩასვლა – 16:00;
ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებ-გვერდზე: gr.com.ge
მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე:
ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ.
რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.
რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური – 0,50 თეთრი.
მსგავსი სტატიები
- 72(მგზავრის სარვამარტო ჩანაწერი) მიუხედავად ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
- 70
- 70
საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათ შორის თბილისი-ოზურგეთი; ოზურგეთი-თბილისის დამატებითი რეისების შესახებ. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის… - 66
- 66
მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათი ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი იმოძრავებს. „ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად…
