დღეს საქართველოს პირველობაზე რაგბიში პირველი ლიგის გუნდებს შორის ოზურგეთის „არწივებმა“ ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე ჭიათურის „მათეს“ უმასპინძლა.
შეხვდრა დაძაბული იყო და შეხვედრის ბოლოს ანგარიში 22:21 იყო „არწივების“ სასარგებლოდ. თუმცა ჭიათურელებმა შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მასპინძლებს ლელოც გაუტანეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს. ისინი დაწინაურდნენ 28:21. „არწივებს“ შეხვედრის ბოლო წუთზე შეეძლოთ ლელო გაეტანათ, თუმცა ბოლო მომენტში კარგი შანსი ვერ გამოიყენს და დამარცხდნენ. „არწივებიდან“ ლელო დადეს ლელა იკუნამ (2) და საბა ნებიერიძემ. 2 გარდასახვა და ერთი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა ბაჩანა გოგეშვილმა.
ჭიათურლებს 22 ქულა აქვს და 10 ქულიანი სხვაობა მე-8 პოზიციაზე მყოფ „არწივებთან“ (2 მოგება, 10 წაგება, გატ. გაშ. 218/393, 10 ქულა).
მე-9 პოზიციაზე მყოფმა „ფოთმა“ სტუმრად, თბილისში ბოლოადგილოსანი „აკადემია-ლაშარი“ დაამარცხა 15:51. ფოთს 10 ქულა აქვს.
გათამაშების ერთპიროვნულა ლიდერმა „გორმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა 34:19 და 57 ქულა აქვს.
საშინაო მატჩი წააგო რუსთავმა „წიქარასთან“ 22:41.
„წიქარას“ 42 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზეა.
მომდევნო ტურში, 15 თებერვალს ოზურგეთელები ფოთში გამართავენ შეხვედრას.
მსგავსი სტატიები
- 87
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 86
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
- 86
დღეს „ფოთის პარკი არენაზე“ საქართველოს პირველობაზე დიდი 10-ის მე-12 ტურში ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „აკადემიას“ 11 ლელო გაუტანა, ბონუსით, 69:10 დაამარცხა და ამჟამად 16 ქულა აქვს.დიდი 10-ის დებიუტანტისთვის ეს მესამე გამარჯვება იყო და აქედან ორი, ორივე ბონუსით, სწორედ „აკადემიასთან“ მოიპოვა. ამ მატჩში 12 ლელო გავიდა, ოღონდ ერთი, საჯარიმო ლელო „აკადემიის“ ანგარიშზეა.…
- 85
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 83
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…