ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს ცხრავე პირის, სამართალდამრღვევად ცნობას და მათ მიმართ ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები და მათი ადვოკატები.
სასამართლოში სოლიდარობის ნიშნად შეკრებილი იყვნენ, მათი კოლეგები და ახლობლები. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებილები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ.
სასამართლო სხდომაზე სასამართლოს თხოვნით მიმართა მასწავლებალთა ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, ლადო აფხაზავამ:
„ პირველად მიწევს ჩემი თავის დაცვა ამდენი ხნის განმავლობაში. არასოდეს თავი არ დამიცვია და დღეს იძულებული ვარ, დავიცვა. მე საათებზე ვმუშაობ, ამიტომაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ სამ სკოლაში ვიმუშავო. ამიტომ ზოგიერთს შეიძლება აქვს იმის წარმოდგენა, რომ მე ძალიან დიდი შემოსავალი მაქვს. დიდი შემოსავალი რომ მქონდეს, ერთ სკოლაში ვიმუშავებდი და არა სამში. მიწევს ერთი სკოლიდან გადარბენა მეორეში და რამდენიმე კილომეტრის გავლა. ველოსიპედი მქონდა და ისიც მომპარეს და ფეხით დავდივარ.
საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.
მსგავსი სტატიები
- 88
თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.…
- 78
- 75
დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს წინ. აქციაზე შეკებილი, ბრალდებულ ბ.გ-ძე-ს ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებული უდანაშაულოა და საქმის არაობიექტურ გამოძიებას აქვს ადგილი. მათივე განცხადებიით, მოწმეებზე ხდება ზეწოლა . ბ.გ-ძე სექტემბერში დააკავეს და მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება და გაუპატიურება ედება. ბრალდებულის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:…
- 73
კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულით არის დაკავებული. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. ცნობისთვის,პარტია „დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებდა სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს. ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში…
- 73
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს. ჩხარტიშვილი უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სასანქციო სიას ეხმაურება, რომელშიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს კიდევ 10 სხვა მოქალაქესთან ერთად თავადაც მოხვდა._აღნიშნულ განცხადებას IPN ავრცელებს. როგორც ჩხარტიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, არ არსებობს ფაქტი, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის კავშირს რუსულ კომპანია „როსნეფტთან“, „პეტროკასა“,“ გალფთან“ და „ფოთის…