გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა.
AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.
აგას მთავარი ამოცანა
გურიის სივრცით განვითარებაში, ასევე საზოგოდებითვის მნიშვნელოვან და სენსიტიურ ადგილებზე, არამარტო ადილობრივი არიქტექტორების, არამედ, ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩართულობა და ტრანსფარანტულობა უზრუნველყოს.
როგორ მივაღწევთ დასახულ მიზანს?
AGA ჩაატარებს ღია კონკურსებს, სადაც გათვალისწინებული იქნება, არამარტო დამკვეთის, არამედ ადგილობრივების განწყობები, კონტექსტი და საჭიროებები. სხვადასხვა არქიტექტორებისა და კომპანიების მიერ შესრულებულ პროექტებს, AGA გაასაჯაროებს ასოციაციის პლატფორმებზე, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი და შეფასება. ვფიქრობთ, ადგილობრივი ხალხის უკუკავშირი, გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც დამკვეთის და შემსრულებლის, ასევე ნებართვის გამცემი ორგანოების მიერ.
მმართველი ორგანო და სტრუქტურა;
- წევრთა საერთო კრება,
- სამეთვალყურეო საბჭო
- ასოციაციის თავმჯდომარე
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის დამფუძნებელი წევრები წარმოადგენენ გურიის სამივე მუნიციპალიტეტს – ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი.
„ასოციაციის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონის განვითარებისთვის, რადგან ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე.
AGA მზადაა, გახდეს გურიის ურბანული განვითარებისა და არქიტექტურული სივრცის ფორმირების მნიშვნელოვანი მოთამაშე და აქტიურად ითანამშრომლოს პროფესიონალ არქიტექტორებთან, ინვესტორებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.“_ განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახი მენაბდემ.
მსგავსი სტატიები
- 94
- 94
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 92
- 92
- 92