პუტინის სიტყვები რეალობისგან განსხვავდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პუტინის ტრამპთან საუბრის შემდეგ, როდესაც პუტინმა თითქოსდა ბრძანება გასცა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები შეჩერებულიყო, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საავადმყოფოებსა და ტრანსპორტს 150-მა დრონმა დაარტყა. პუტინის სიტყვები რეალობისგან ძალიან განსხვავდება და სწორედ ამიტომ გვჭირდება რუსეთზე ზეწოლა. ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერისთვის ფინეთის მადლობელი ვარ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის წითელ ხაზს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარება წარმოადგენს.
„ჩვენ ამას არ დავთანხმდებით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
„ჩვენ ჯიდაში მართლაც კარგი შეხვედრა გვქონდა და ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით წარიმართა, გარდა რუსეთის მცდელობებისა. დღეს, დონალდ ტრამპთან შემდგომ ნაბიჯებს განვიხილავ და ასევე, პუტინთან საუბრის დეტალებსაც მოვისმენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 63
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ… - 63
თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის… - 63
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 63
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.… - 63აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…