რომის პაპის ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვატიკანმა ორშაბათს, 21 აპრილს გაავრცელა.

კარდინალმა კევინ ფარელმა, რომის წმინდა ეკლესიის კამერლენგომ (ოფიციალურმა პირმა) განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ვატიკანის დროით დილის 7:35 საათზე გარდაიცვალა.

ფრანცისკეს 2025 წლის 14 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

18 თებერვალს ორმაგი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. 38-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კი იგი ვატიკანის რეზიდენციაში დაბრუნდა. 6 აპრილს ის ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა ვატიკანში.

საზოგადოებამ საჯაროდ იგი ბოლოს 20 აპრილს იხილა აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. 20 აპრილსვე ფრანცისკე, – რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას – შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.

მსგავსი სტატიები