ნიუ-იორკის ბრუკლინის ხიდს მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების იალქნიანი სასწავლო გემი შეეჯახა, რის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 19 დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალაქის მერის, ერიკ ადამსის თქმით, შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე Cuauhtémoc-ზე ელექტროენერგია გაითიშა. ოფიციალური პირების თქმით, გემზე, რომელიც ქალაქს კეთილი ნების ვიზიტით სტუმრობდა, 277 ადამიანი იმყოფებოდა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოპერაციების უფროსმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ერთ-ერთ სვეტთან გემის შეჯახება მექანიკურმა პრობლემებმა და ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია.

მექსიკის საზღვაო ძალების ცნობით, გემი, რომლის სიგრძე 91 მეტრია, სიგანე კი 12 მეტრი, ზღვაში პირველად 1982 წელს გავიდა. ის ზღვაში ყოველ წელს, საზღვაო სამხედრო სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გადის, რათა კადეტთა წვრთნა დაასრულოს. წელს გემი მექსიკის პორტ აკაპულკოდან 6 აპრილს გავიდა. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი ისლანდია იყო.

მსგავსი სტატიები

  • 68
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 66
    მადლობის მაგიერ...ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც  ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
  • 62
    ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა - ხიდი მთლიანად დაინგრააშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მერილენდში ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად დაინგრა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს. ბალტიმორის ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა კევინ კარტრაიტმა დაადასტურა, რომ ხიდს დაეჯახა დიდი გემი, რამაც გამოიწვია ხიდის ნგრევა. ბალტიმორის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხიდის დანგრევისას შვიდი ადამიანი და რამდენიმე მანქანა წყალში ჩავარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია…
  • 62
    ეს იყო გემი, სადაც ეკიპაჟის ყველა წევრი იპოვეს, ოღონდ... მკვდრები...ფაქტი, რაზეც ქვემოთ უნდა მოგიყვეთ, იმდენად აუხსნელი და საშინელია, რომ მასზე საუბარს დღემდე ყველა არიდებს თავს. გემ Ourang Medan-ის შემთხვევა დღემდე სრულიად გაუგებარია. არცერთ შეკითხვას პასუხი არ გაეცა. Ourang Medan-ი - ეს იყო გემი, სადაც ეკიპაჟის ყველა წევრი იპოვეს, ოღონდ... მკვდრები, სახეზე შეყინული საშინელი გამომეტყველებით, მიუხედავად იმისა, რომ სხეულზე არანაირი…
  • 61
    ბათუმი-თბილისის მატარებელი ავტომანქანას შეეჯახასუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი _აღნიშნულ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს. პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. „ბათუმელების“ ფოტო.