ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე, არსებული ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის მამაკაცი სამუშაოს წარმოების დროს გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარა ტვ ავრცელებს.

როგორც შპს „თეთროსანის“ დირექტორი როლანდ ლაზიშვილი ამბობს, დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, იგი მწყობრიდან გამოვიდა, შეკეთებას თავად შეეცადა, თუმცა ტექნიკა მოულოდნელად დაგორდა და მამაკაცი მოიყოლა.

მისივე თქმით, ობიექტზე უსაფრთხოების ნომრები დაცული იყო. საწარმო ამჟამად დახურულია, სამუშაოები კი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და კრიმინალისტები, ასევე შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები.

არსებული ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა კომპანიის წარმომადგენლები და საწარმოში დასაქმებული პირები. ასევე, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც წერილის ავტორმა ლევან ურიდიამ (აჭარის ტელევიზია) გვითხრა, დაღუპული მუშა ოზურგეთელია.

მსგავსი სტატიები

  • 70
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 67
    მადლობის მაგიერ...ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც  ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
  • 62
    ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს,  დილით მოხდა. გავრცელებული  ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო ,ავტომობილების გადამზიდავი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
  • 62
    ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალაფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა. აღნიშნული უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის თქმით, 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა. მისივე თქმით, მამაკაცი უეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. როგორც ადგილზე ჰყვებიან 50 წლამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები…
  • 62
    ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალასარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ახლოს, ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩამოშლილია ქვის დიდი ლოდები, რის გამოც, სატრანსპორტო მოძრაობა ამ დროისთვის შეფერხებულია. ტერიტორია უკვე გაიწმინდა და მოძრაობა მალე აღდგება სარფის საზღვრამდე. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სამაშველო ასევე საპატრულო ბრიგადები.