გურია_აჭარის იზოლატორის უფროსსმა ვალერი ბურჭულაძემ, რომელიც სისტემაში 26 წელი მუშაობდა თანამდებობა დატოვა. ბურჭულაძე ამბობს, რომ მას სამსახურიდან წასვლა აიძულეს. მისი თქმით, მიზეზი, ხელმძღვანელთან, ზვიად წაქაშვილთან გაგზავნილი ესემესი გახდა, რომელშიც სახელი შეეშალა:
_„ჩემს უფროსს, ზვიად წაქაშვილს სმს გავუგზავნე, რომელშიც ვატყობინებდი იზოლატორიდან გათავისუფლებული პირის, ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძის შესახებ. სმს, რომ ავკრიბე, ინსტიქტურად, ბატონო გიორგითი მივმართე. მათ კი, სავარაუდოდ, ჩათვალეს, რომ სმს გიორგი გახარიას ვუგზავნიდი და ამის გამო თანამდებობის დატოვება მომთხოვეს“, _ ყვება ვალერი ბურჭულაძე.
ბურჭულაძე ამბობს, რომ მის 26 წლიან მუშაობას ისე გადაუსვეს ხაზი, რომ არცკი დაინტერესებულან ჰქონდა თუ არა კავშირი გიორგი გახარიასთან:
_„გიორგი გახარიას მინისტრობის დროს დამაწინაურეს. ალბათ, ამიტომ იფიქრეს რომ მასთან კონტაქტი მქონდა. არადა, საერთოდ არ ვიცნობ. ნანახიც კი არ მყავს. მართლა ვერ ვხდებუ ასე რატომ მომექცნენ. რა დავაშავე. ამდენი წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას და ისე გამომაგდეს, როგორც არაფერი,“ _ ამბობს ბურჭულაძე. მისივე თქმით პოლიციელობა 30 წლის წინ, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყაჩაღებმა, საკუთარ სახლში მამა მოუკლეს და სურდა უსამართლობის წინააღმდეგ ებრძოლა:
_„დღესაც ეტყობა ჩემს სახლს იმ ტყვიების კვალი, რომლითაც მამაჩემი ჩაცხრილეს. ამ ხნის განმავლობაში პატიოსნად ვმსახურობდი, უსამართლობას ვებრძოდი და თავად ავღმოჩნდი უსამართლობის მსხვერპლი. ერთი დანაშაული არ მაქვს, ერთი საყვედური. დანაშაულად იმას მითვლიან, რომ სმსის დროს სახელი შემეშალა და 2 წლის წინ, იზოლატორის გახსნაზე ნათია მეზვრიშვილთან ფოტო მაქვს გადაღებული“, _ ამბობს ვალერი ბურჭულაძე და ამტკიცებს, რომ ხელმძღვანელებს ისიც კი უახსნიათ კონკრეტულად რატომ უნდა წასულყო:
_„თბილისში დამიბარეს. ზვიად წაქაშვილი არცკი შემხვდა. მოადგილემ მითხრა, რომ უნდა დამეწერა განცხადება და წავსულიყავი. 26 წლის შესრულებას 17 დღე მაკლდა და ესეც არ დამითმეს. განცხადება დამაწერინეს და გამომიშვეს”, _ აღნიშნავს ბურჭულაძე. რატომ აიძულეს სამსახურიდან წასვლა ბურჭულაძეს და უკავშირდება თუ არა ეს გიორგი გახარიას, ამის გაგებას ზვიად წაქაშვილისგან შევეცადეთ, თუმცა, იზოლატორების განყოფილების უფროსი მედიასთან არ კონტაქტობს.
მსგავსი სტატიები
- 77საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 77"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 71გუშინ, 12 სექტემბერს, სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ მუზეუმში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეტ ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. „ძალიან რომანტიული სამყარო იყო და სასიამოვნო გარემო... ქართული სულით გაჟღენთილი ლექსი და სიმღერა... ძლივს მოვისმინე ქართული მხატვრული კითხვა... ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან, ძალიან გვაკლია და გვენატრება ყველას“…
- 69დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 67ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…