6 თამაშიდან 6 მოგება! ოზურგეთელი კალათბურთელები C ლიგის თამაშების შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ.
3 – 6 ივლისს თბილისში კალათბურთში , U – 16 წლამდელთა შორის C ლიგის თამაშების მე სამე ეტაპი გაიმართა.
საკალათბურთო ასპარეზობაში აქტიურადაა ჩართული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კალათბურთის სექციის გუნდი, რომელმაც სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა და 6 თამაშიდან შინ 6 მოგება წამოიღო.
ოზურგეთის მეტოქე ამჯერად თბილისის დინამო იყო, რომელთანაც ორივე თამაში ოზურგეთმა მოგებით – 48 : 7 და 63 : 58 დაასრულა და შემდეგ ეტაპზე წარმატებით გადავიდა.
მწვრთნელი – აზა მჟავანაძე
,, C ლიგაზე მოპოვებული წარმატება ჩვენი შრომის, ვარჯიშის დაუღალავი შედეგია. აღნიშნული ჩემპიონატის უდანაკარგოდ თამაში საამაყოა ნამდვილად. მადლობა ბავშვებს და მადლობა ჩვენს ორგანიზაციას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის” – ამბობს აზა მჟავანაძე.
მსგავსი სტატიები
- 73
27 - 28 თებერვალს თბილისში 16 წლამდელთა შორის კალათბურთში C ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართა. შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კალათბურთის სექციის სპორტსმენებმა. ოზურგეთელმა კალათბურთელებმა ორი თამაში ითამაშეს და ორივე მოგებით დაასრულეს. თბილისის ,,ორბთან" შეხვედრა 49 : 56 დასრულდა, ქუთაისის ,, დონო ბასკეტთან" კი…
- 70
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 და მე-4 ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა. მე-3 ლიგის მე-7 ტურის მატჩში ჩოხატაურის „ბახმარომ“ გარდაბანში წააგო ლიგის ერთ-ერთ აუტსაუდერთან 1:2. მე-4 ლიგაში „გურიამ“ და „მერცხალმა“ მე-6 ტურში წარმატებებს მიაღწიეს. „გურიამ“ შინ „სამგურალი 2“ დაამარცხა 1:0, ხოლო „მერცხალმა“ სტუმრად „იბერია 2010“ დაამარცხა _3:2. „ბახმაროს“ 7 ქულა აქვს და…
- 70
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 70
ფოთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კალათბურთის სექციის სპორტსმენებმა გასვლითი ამხანაგური შეხვედრები ითამაშეს. ოზურგეთის გუნდებმა, ჯუნიორებმა, 14 და 16 წლამდელებმა ფოთის გუნდებთან ამხანაგური შეხვედრები წარმატებით ჩაატარეს. მათგან ოზურგეთელებმა ორი თამაში დიდი უპირატესობით მოიგეს და შინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ. მწვრთნელები : აზა მჟავანაძე, ლერი დარჩია, გიორგი გობრონიძე.
- 69
9 თებერვალს ქ. თბილისში კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი, C ლიგის თამაშები ( 16 წლამდელთა შორის) დაიწყო. ასპარეზობაში ჩაებნენ და პირველი თამაში წარმატებით დაასრულა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გუნდმა ,, გურიამ". ჩვენმა გუნდმა თბილისის ,, აკადემია 3" 91 : 45 დაამარცხა. აღსანიშნავია, ის რომ თამაშის მოგებაში ყველა კალათბურთელს თანაბარი…