ცნობილი ლანჩხუთელი ბიზნესმენის, თემურ ჩხაიძის შვილი – მამუკა ჩხაიძე ტრაგიკულად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იგი ურეკში, ზღვაში დაიხრჩო _აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „გურია თუდეი“ ავრცელებს.
 | „მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენე, მაგრამ მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს შორის აღარც შენ აღარ ხარ, ჩვენო ერთგულო, კეთილო, უალალესო“ – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი მანანა ჩხაიძე.
| გარდაცვლილის ძმაც ცნობილი ბიზნესმენია – გურიის ყოფილი გუბერნატორი გიორგი (გოგიტა) ჩხაიძე. ოჯახი ასევე ცნობილია საქველმოქმედო საქმიანობით, მათ შორის, დააფინანსეს შუხუთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს.

მსგავსი სტატიები

  • 66
    ბათუმი-თბილისის მატარებელი ავტომანქანას შეეჯახასუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი _აღნიშნულ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს. პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. „ბათუმელების“ ფოტო.
  • 66
    ოზურგეთში მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2,3 მაგნიტუდა შეადგინა.
  • 66
    50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩოქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო – წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშველებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.
  • 65
    სოფელ ფამფალეთში დენის დარტყმისგან ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში (ვაკიჯვრის თემი) ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით იგი საკუთარ სახლში დენის წყაროსთან მუშაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. ოჯახის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულ ექიმებს, კაცი გარდაცვლილი დახვდათ.
  • 65
    საცხოვრებელი სახლი დაინგრასოციალურ ქსელში „ოზურგეთი, განცხადებები“ სტიქიისგან დანგრეული საცხოვრებელი სახლის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც სავარაუდოდ ნატანების თემში, სოფელ ჯაფარეულში მდებარეობს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ სახურავის ჩამონგრევისგან არავინ არ დაშავებულა. ფაქტის დაზუსტებისთვის ჩვენ დავუკავშირდით დასახელებული სოფლის ხელძღვანელებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.