საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სურდა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისება, რისთვისაც აუცილებელი იყო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება, კერძოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია.  ბრალდებულმა 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაამზადა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე გაასაღა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებისათვის საჭირო დოკუმენტი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული ავეჯის მასალების საწარმოს მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც, 2025 წლის 18 თებერვალს, მიწის ნაკვეთს შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება და დარეგისტრირდა, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც გაასხვისა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე წარედგინა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიება უკვე შეეფარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 75
    სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. აღნიშნულის თაობაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ.მ.“. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული…
  • 74
    შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი…
  • 73
    სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი დააკავესგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. საქმე ეხება ბიუჯეტიდან თანხის დაუფლებას. წარდგენილი ბრალის და დანაშაულებრივი სქემის შესახებ ბრიფინგი უწყების უფროსის მოადგილემ, ელგუჯა თავბერიძემ გამართა. მისი თქმით, დანაშაულებრივ ჯგუფში 12 პირი მონაწილეობდა, ხოლო დაუფლებული…
  • 73
    ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ქურდული სამყაროს“წევრობის და „ქურდულ სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დააკავაოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო _აღნიშნულ იფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმოშობილი ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართეს. ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“…
  • 72
    პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1971…