გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, ბახმაროში იმყოფებოდა და ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
ტრადიციული დოღი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე ბახვის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. დღის განმავლობაში მოეწყობა: ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიება დასრულდება ჯგუფი „ურსას“ კონცერტით.
მოქალაქეების საყურადღებოდ, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც ბახმაროს დამსვენებლების, ასევე, დოღზე ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილება, 19 აგვისტოს დღის 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, კურორტის ტერიტორიაზე შეიზღუდება ავტომანქანებით გადაადგილება. ბახმაროს სტუმრებს ვთხოვთ, ავტომანქანები გააჩერონ საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ან სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ტერიტორიაზე. გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს ბახმაროს შესასვლელიდან – 2050 ნიშნულის მიმდებრე ტერიტორიიდან.
მსგავსი სტატიები
- 69
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებული და ისრაელის ელჩი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა… - 68
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 68
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 67
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბახმაროში „მთის დღეები“ იმართება, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავასთან ერთად ესწრება. პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მუსიკალური, გასართობი, შემეცნებითი და კულინარიული სივრცეებია მოწყობილი. ,,მთის დღეები 2024-ის“ ფარგლებში სამი წარმატებული მოქალაქე დაჯილდოვდება. საღამოს სტუმრების… - 67
ფერისცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა. მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატმა ვასილ ჩიგოგიძემ და ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ მიულოცეს. ,,გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს, რომელსაც ჩვენ უნიკალურ მთის კურორტზე, ბახმაროში ტრადიციული ღონისძიებებით აღვნიშნავთ. დღეს…