უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ ინფორმაცია ძალიან სერიოზულია, ჩვენ მას ვსწავლობთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, არ არსებობს ჯადოსნური იარაღი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, შეცვალოს ფრონტზე არსებული ვითარება.
„კითხვა, როგორც ადრე, ასეთია: ვის შეუძლია ამ რაკეტების გაშვება, მაშინაც კი, თუ ისინი კიევის რეჟიმის ტერიტორიაზე მოხვდებიან?, მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ მათი გაშვება, თუ ეს ამერიკელმა სამხედროებმა უნდა გააკეთონ?, ვინ განსაზღვრავს ამ რაკეტების სამიზნეებს? ამერიკელები არიან, თუ თავად უკრაინელები? და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები. ისინი ძალიან სერიოზულია. ჩვენ მათ ვსწავლობთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამერიკული წარმოების „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტის მოქმედების მანძილი 1 500-დან 2 500 კილომეტრამდეა.
მსგავსი სტატიები
- 64აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 63აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა პერსპექტიული იყო. ამის შესახებ მან „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მდივანს ჟურნალისტმა შეახსენა მისი განცხადება, რომ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა პასუხს გასცემდა ფუნდამენტურ შეკითხვას, მოძრაობენ თუ არა ისინი ცეცხლის შეწყვეტისკენ და…
- 63
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ… - 62
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.… - 62რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შინაარსი ნამდვილად არ გამოქვეყნდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „საუბარია ტექნიკურ მოლაპარაკებებზე, ტექნიკურზე. ეს არის მოლაპარაკებები დეტალებში ჩაძირვით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ტექნიკური მოლაპარაკებების შინაარსი ნამდვილად არ გამოქვეყნდება. ეს ერთი და მეორე - კიდევ ერთხელ ვიმეორებ,…