ისტორიული არქეოლოგიური აღმოჩენა!
არქეოლოგებმა გევერნიკის ციხის ტერიტორიაზე აშოტ დიდის საფლავი აღმოაჩინეს
გევერნიკის ციხე-ქალაქში პეტრეს
ა და პავლეს ეკლესიის ნანგრევების ქვეშ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი მეფის — აშოტ დიდის საფლავი, IX საუკუნის მონარქის, რომელმაც კავკასიის ბედი განსაზღვრა.

უახლესმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ, რომელიც Van Yüzüncü Yıl უნივერსიტეტის, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს არქეოლოგებმა დაადასტურეს, ნათელი მოჰფინა საუკუნეების მანძილზე არსებულ ისტორიულ საიდუმლოს.
„ჩვენ მეცნიერულად დავადასტურეთ მეფე აშოტის სამარხის აღმოჩნენა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ნეშტი არ შემონახულა, არსებული მტკიცებულებები ეჭვის საფუძველს აღარ გვიტოვებს, რომ სწორედ აქ განისვენებდა დიდი ქართველი მეფე.“ — ამბობს დოქტორი ოსმან აითექინი, არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი.
აშოტ I დიდი (ცნობილი აშოტ I კურაპალატი) იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. აშოტ I კურაპალატმა შუასაუკუნეების კავკასიის ბედი განსაზღვრა. ქვეყანას მართავდა მისი ძალაუფლების ცენტრიდან — ტაო-კლარჯეთიდან, მთიანი რეგიონიდან, რომელიც თანამედროვე თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე ვრცელდება. აშოტმა გააერთიანა ქართული სამთავროები ბაგრატიონთა დინასტიის ქვეშ, აღადგინა ქრისტიანული მონასტრები და საუკუნოვანი შემოსევების შემდეგ ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობა დაუბრუნა.
ბიზანტიის იმპერიის მიერ საპატიო ტიტულით — კურაპალატი — აღიარებული აშოტი ერთდროულად იყო როგორც მებრძოლი, ასევე რეფორმატორი — ხიდი იმპერიებსა და სარწმუნოებებს შორის. მისი მკვლელობა, რომელიც დაახლოებით 826 წელს მოხდა და აღწერილია შუასაუკუნეების წყაროში — „ქართლის ცხოვრებაში“, ეპოქის დასასრულად იქცა. იმავე ქრონიკაში ნათქვამია, რომ იგი დაკრძალეს არტანუჯის ეკლესიის ქვეშ — ეს მინიშნება გახდა საფუძველი იმისა, რომ თანამედროვე არქეოლოგები საბოლოოდ მიიყვანა აშოტ დიდის სამარადისო განსასვენებლის აღმოჩენამდე.

2025 წლის არქეოლოგიური სამუშაოების დროს აითექინის გუნდმა გათხრები დაიწყო პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ნაწილში. ჩამონგრეული ქვების ფენების ქვეშ მათ აღმოაჩინეს ორი მეტრი სიგრძისა და 1.8 მეტრი სიგანის თაღოვანი სამარხი — სრულად შენარჩუნებული ქვის სათავსო, რომელიც აღმოჩნდა, რომ შუა საუკუნეების დროიდანვე იყო დალუქული. როდესაც არქეოლოგებმა სამარხი გახსნეს ცარიელი აღმოჩნდა — არ იყო არც ნეშტი, არც არტეფაქტები, არც სამეფო ნიშნები. მიუხედავად ამისა, მისი არქიტექტურა და ზუსტი მდებარეობა – აფსიდის ქვეშ სრულად ემთხვეოდა საუკუნეების წინანდელ ქართულ აღწერებს აშოტის დაკრძალვის ადგილის შესახებ.
„ეს მხოლოდ ვარაუდი არ არის, ზომები, სტრუქტურა და წერილობითი წყაროები – ყველა გზას აქ მოვყავართ. პირველად შეგვიძლია ვთქვათ სრული სამეცნიერო დარწმუნებით — აღმოჩენილია მეფე აშოტ დიდის საფლავი.” განმარტავს აითექინი.
წყარო: აქეოლოგოური სამეცნიერო გამოცემა – Arkeonews
მსგავსი სტატიები
- 79
“დავიბადე 1926 წლის 24 მაისს, ზემო გურიაში, სოფელ გოგოლესუბანში. ადრე ერქვა ქვემო ფაცხა. ბავშვობა არ იყო ცუდი. მამაჩემი მომღერალი კაცი იყო და საოჯახო ანსამბლი შექმნა. მე მაშინ 4 წლის ვიყავი. ბაბუაჩემი იყო ბანი, ბებიაჩემი იყო მეორე ხმა. საერთოდ, საოჯახო ანსამბლები ბევრი არ არის, ჩვენი ანსამბლი კი ხალხური იყო, უფრო სოფლური.…
- 79
,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
- 78
ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით. წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა. 19 -ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა…
- 78
1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს. ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
- 77
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები იწმინდება…