არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით  შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.

კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერებისა და საკრებულოების წევრების უფლებამოსილება 29 ოქტომბრიდან დაიწყება. დღესვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია. თბილისში საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან.

მსგავსი სტატიები