მომავალ წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლა დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს.(დირექტორი ნანა ირემაძე).
სოფელ ზოტში 1926 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, კერძო ოჯახში, სადაც 4 მოსწავლე ირიცხებოდა. 2 წლის წინ ზოტის სკოლაში 140 ბავშვი სწავლობდა. როგორც ამჟამად ამ სკოლის დირექტორის მოადგილე თემურ ართმელაძემ გვითხრა, სკოლაში ამჟამად 105 მოსწავლეა.
ახლახან სოფლის მემატიანეს, ზოტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნევრიზ მიქელაძეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა.
_ზოტის სკოლა ადგილობრივი კადრებითაა დაკომპლექტებული და პედაგოგების უმეტესობა ბატონ ნევრიზის ყოფილი მოსწავლეები ვართ. ჩემი მოსწავლეობის დროს სკოლაში პარალელური კლასები იყო და 250 ბავშვი ირიცხებოდა. მიგრაციამ სკოლის კონტიგენტი შეამცირა. 22 წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი ზოტის სკოლაში. ბატონი ნევრიზ მიქელაძე ჩვენი მასწავლებელი და უფროსი მეგობარია _გვითხრა ზოტის სკოლაში სტუმრობისას ამ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამილა ქათამაძემ.ხოლო სოფელ ზოტის ყოფილმა დირექტორმა, ამჟამად მათემატიკის მასწავლებელმა ზაზა ირემაძემ ვრცელი წერილი მოგვიმზადა გაზეთ „ალიონისათვის.“ გთავაზობთ ამ წერილს:
_ ნევრიზ მიქელაძე დაიბადა ჩოხატაურის რაიონის მთის ულამაზეს სოფელ ზოტში 1945 წლის 19 ოქტომბერს.
ხელოსან ტაშტან მიქელაძეს 8 შვილი ჰყავდა. ყველას მიაღებინა სათანადო განათლება.
ეს ოჯახი სოფელ ზოტში ცნობილია როგორც ხელოსანთა, მუსიკალური (აკორდეონი, ფანდური), პედაგოგთა ოჯახი. აი, ასეთ ოჯახში იზრდებოდა ნევრიზ მიქელაძე. მან საშუალო სკოლა დაამთავრა 1964 წელს და ჩაირიცხა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულებებიდან ორი _ბიჭიკო დიასამიძე და მიხეილ ქამადაძე გახდნენ ამავე ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები.

მათ არ დავიწყებიათ ბატონი ნევრიზი და 1985 წელს ჩოხატაურის რაიონში სტუდენტთა მიღება დანიშნეს გასაუბრებით, ბავრი ახალგაზრდა ჩაირიცხა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში და დღესაც წარმატებით მუშაობენ სხვადასხვა დარგში.
ნევრიზ მიქელაძემ ინსტიტუტი 1969 წელს წარმატებით დაამთავრა და საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა ზოტის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასაწავლებლად. ის გვერდით დაუდგა თავის ძმას, სკოლის დირექტორს, ბატონ ავთანდილ მიქელაძეს და წარმატებით განხორციელდა სოფლად საშუალო განათლების კანონი. გაიხსნა საღამოს სკოლის V-XI კლასები. კურსდამთავრებულებმა მიიღეს საშუალო სკოლის ატესტატები და სწავლა გააგრძელეს პროფესიულ სასწავლებლებში. საღამოს სკოლის კურსდამთავრებულმა შორენა დუმბაძემ, სწავლა გააგრძელა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი განათლების პედაგოგიკის ფაკულტეტზე. ამჟამად ცხოვრობს ქ. ბათუმში. ნევრიზ მიქელაძე, თემურ ართმელაძე, ზაზა ანთაძე
ნევრიზ მიქელაძე აქტიურ დახმარებას უწევდა სკოლაში სამუშაოდ მოვლინებულ ახალგაზრდა მასწავლებლებს. მათ ბინაც კი მისცა მის ოჯახში. ასეთი იყო ნანა ჯინჭარაძე, რომელიც ახლა ერკეთის საჯარო სკოლაში მუშაობს; გულიკო კლდიაშვილი _ქუთაისიდან; ელმირა ჯავახიშვილი, რომელიც ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმის საჯარო სკოლის დირქტორია. ქალბატონი ელმირა დღესაც სოფელ ზოტის მცხოვრებადაა აღრიცხული და ხშირად ამოდის ზოტში.
ნევრიზი აქტიურად მონაწილეობს სკოლაში სხვადასხვა ღონისძიების მომზადება-ჩატარებაში. მაგალითად, წლების წინ სამი მუნიციპალიტეტის (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი) რესურსცენტრის უფროსი ესწრებოდა დედაენის ზეიმს სოფელ ზოტში, სადაც ნევრიზ მიქელაძემ ქართული ენისა და ლიტერატურის კარგი სწავლებისათვის სიგელი დაიმსახურა.
აღსანიშნავია მისი წვლილი ფოლლორული მასალების შეგროვება-დამუშავების საქმეში.მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში წარდგენილი მისი მოსწავლეების ნამუშევრები არაერთხელ დაჯილდოვდა საპატიო სიგელებით. ნევრიზ მიქელაძის აღზრდილები ყოველთვის კარგ შეფასებას იღებდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებზე.
გასული საუკუნის 90-იანი წლები რთული იყო ჩვენი სკოლისთვისაც. ჭირდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა გამოცხადება სკოლაში. პედაგოგები თვეების განმავლობაში ელოდებოდნენ გაყინულ ხელფასს. სწორედ ამ პერიოდში დაამთავრა ზოტის სკოლა გოგიტა ქათამაძემ და მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. გოგიტამ წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და დღეს იგი ამერიკულ ჰოსპიტალში გულის ქირურგია. მის წარმატებებში თავისი წვლილი მიუძღვით ბატონ ნევრიზ მიქელაძეს და ბიოლოგიის მასწავლებელს ავთანდილ მიქელაძეს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდამავალ პერიოდში ბატონი ნევრიზი სკოლის ბიბლიოთეკაში მუშაობდა უხელფასოდ.
ბატონი ნევრიზი წარმატებით აბარებს გამოცდებს კატეგორიებზე და შემდეგ სერთიფიკატზე. ის ყოველთვის იყო და არის გამორჩეული პედაგოგი. ორჯერ იყო არჩეული სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ და მთელი პასუხისმგებლობით ასრულებდა ამ საქმეს. ამჟამად მუშაობს ზოტის ისტორიაზე და სკოლის მატიანის შედგენაზე. მისი მიზანია, უკვდავყოს იმ მასწავლებლების ღვაწლი, რომელთაც უმუშავიათ ზოტის სკოლაში.
ლამაზი ოჯახი აქვს ნევრიზს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, 5 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი.
მას 19 ოქტომბერს შეუსრულდა 80 წელი. გამოიყურება მხნედ, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, კვლავ აგრძელებს მუშაობას ზოტის საჯარო სკოლაში.
ამჟამად იგი მე-11 კლასის დამრიგებელია. მისი მიზანია, სადამრიგებლოს მოსწავლეებმა მაღალ ქულებზე დაამთავრონ 12 კლასი და მთავრობის ჯილდოც დაიმსახურონ.
ესეც ზოტის ისტორიაში პირველი იქნება.
ზაზა ანთაძე,
ზოტის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
(გაძეთი „ალიონი“, #23, 24 ნოემბერი, გვ.3)
მსგავსი სტატიები
- 86
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება… - 86
კურსდამთავრებულებს მიმართავს სოფელ ზოტში 1926 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, კერძო ოჯახში, სადაც 4 მოსწავლე ირიცხებოდა. ამჟამად ზოტის საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე სწავლობს. სკოლა დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. ყველა პედაგოგი სერთიფიცირებულია. გვყავს ორი წამყვანი და ერთი მენტორი მასწავლებელი. სკოლის დირექტორია ქალბატონი ნანა ირემაძე. ყოველივე ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მოწვეულ მასწავლებლებს, რომლებიც… - 86
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 80
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო. ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც… - 78
2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…