გაზეთ „ალიონის“ თანამშრომელთა შორის ღირსეული ადგილი უკავია ცნობილ პოეტსა და პუბლიცისტს გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი 1962 წლიდან მუშაობდა იმჟამად გურიის რეგიონის სარაიონთაშორისო გაზეთ „ლენინის დროშაში.“ შემდგომში 21 წლის განმავლობაში იყო ხელვაჩაურის რაიონული გაზეთის რედაქტორი. წლების მანძილზე გახლდათ გაზეთ „აჭარას“ განყოფილების გამგე, ლიტერატურულ ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილე.არის ნიკო ლორთქიფანიძის, ზურაბ გორგილაძის და სხვა პრემიების ლაურეატი. მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა „წლის შემოქმედის“ ტიტული მიანიჭა. დაჯილდოებულია ღირსების მედლით.გამოცემული აქვს პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მრავალი კრებული. მისი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია ანთოლოგებსა და სხვა გამოცემებში. ეს მცირე მოგონება რამდენიმე წლის წინ მოგვაწოდა:
ახლა,ამ შორეული გადასახედიდან იმ დღეების სინათლე და სითბო მახსენებს თავს,როცა ჯერ კიდევ, 60-იან წლებში,სკოლის მოსწავლეს რაიონული გაზეთის კითხვისას რომ მეუფლებოდა,ცხადია,მიხაროდა, გაზეთის ფურცლებზე ჩემს პირველ პუბლიკაციებს რომ ვხედავდი დასტამბულს. მერე კი,1962 წელს ამ გაზეთის ბაზაზე დაარსებული გურიის რეგიონის სარაიონთაშორისო გაზეთის თანამშრომელთა შორის მეც ვპოვე ადგილი . აქ მთელი გურიის ინტელექტუალური ძალები იყვნენ წარმოდგენილი,რედაქცია ოზურგეთის,ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რედაქციებში მომუშავე წამყვანი ჟურნალისტებისაგან დაკომპლექტდა.გაზეთის რედაქტორი აფთონ გურგენიძე,მოადგილე მამია კილაძე,პასუხისმგებლი მდივანი ელგუჯა შევარდნაძე,ვალიდა ფიფაიშვილი,ვაჟა ჭანუყვაძე,ნუგზარ ქინქლაძე,გიზო ჭელიძე,ლამარა სიმონიშვილი,ვასო მექვაბიშვილი,ოტია კალანდაძე,მიხეილ გუგეშაშვილი, გიგლა გიორგაძე...ეს ჟურნალისტები წლების მანძილზე თავიანთი პროფესიონალიზმით გაზეთს მკითხველთათვის საინტერესოდ წარადგენდნენ და ეს გაზეთის ტირაჟზეც აისახებოდა,რეგიონის ყველა ოჯახში გაზეთს კითხულობდნენ. განსაკუთრებული სიყვარულით კი გაზთის რედაქციასთან შექმნილი ლიტერატურული გაერთიანება სარგებლობდა,რომელსაც გიზო ჭელიძე ხელმძღვანელობდა.გაზეთის რედაქტორი აფთონ გურგენიძე კი ამ გაერთიანებას მხარს უჭერდა და გაზეთის ფურცლებზეც ხშირად ქვეყნდებოდა ლიტერატურული ჩანართები,სწორედ მისი ძალისხმევით გაიმართა არაერთი ლიტერატურული საღამო, რომლის მონაწილე მეც ვიყავი…განსაკუთრებით დაუვიწყარია ჩემთვის დიმიტრი ერისთავის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, ეს იყო 1964 წელს… მაშინ გაჟღერებული აზრი,რომ შენი ხალხის საკეთილოდ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ერის მეხსიერებაში იმკვიდრებს და ადამიანი თავისი ღვაწლით ფასობს,ჩემთვის, ფასეული გახდა,ხოლო ადამიანები,რომლებიც თავიანთ ღირსეულ წინაპრებს არ ივიწყებენ,-სამაგალითონი. რედაქციის კარი ღია იყო ყველა ავტორისათვის,ვისაც თავისი გულისნადების გამოხატვა სურდა, აქ მოისწრაფოდნენ ადამიანები,რომლებიც მხარდაჭერას და დაცვას რედაქციიდან,ჟურნალისტებიდან ელოდნენ და ისინიც, რომლებიც სულიერ ,კულტურულ ოაზისს მოინატრებდნენ…რედაქციის,მისი თანამშრომლების ეს რუდუნება კი იმდენად საჩინო იყო,რომ დედაქალაქელ და სხვა რეგიონების ინტელექტუალთა მოწონებასა და მხარდაჭერას იმსახურებდა.პროფესორები იასე ცინცაძე,იური სიხარულიძე,აკაკი ხინთიბიძე,ალექსანდრე ჩავლეიშვილი და კიდევ ბევრი გაზეთის პუბლიკაციებს დადებითად ეხმიანებოდნენ. დრო მიქრის… ბევრი რამ იცვლება, ახალ ათასწლეულში რომ გადააბიჯა ამ გაზეთმა, რაიონის მემატიანობა განაგრძო და „ალიონად“ წარუდგა თავის მკითხველებს იმედის მომცემია სამერმისოდ. არ მოგკლებოდეთ მკითხველი და მისი სიყვარული!
გენრიეტა ქუთათელაძე.


მსგავსი სტატიები
- 94
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK… - 91
3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული… - 91
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია,… - 91
მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში… - 90
კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…