მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრმა, 26 თებერვალს უმასპინძლა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორთა და მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით ,,ჩვენ 30 წლის ვართ“.
ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის პერიოდი მოიცავს რამდენიმე პერსონალურ და უკვე მესამე ჯგუფურ გამოფენას.
ექსპოზიციაში მონაწილეობს სხვადასხვა თაობის ოცი მხატვარი ორმოცდაათზე მეტი ნამუშევრით. გამოფენაა გამოირჩევა დარგობრივი (ფერწერა, გრაფიკა, გამოყენებითი ხელოვნება) ჟანრობრივი მრავალფეროვანებით. საინტერესო პორტრეტები, აჭარის ულამეზესი ბუნების ამსახველი ფერწერული პეიზაჟები, თავისუფალი კომპოზიციები.
პრეზენტაციაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს; ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ, ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თავართქილაძემ,
გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე თამაზ დარჩიამ, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა მაია ჭიჭილეიშვილმა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა რატი ჩიბურდანიძემ, მხატვარმა ვახტანგ მამეიშვილმა.
ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ადმინისტრაციას , რომ აირჩიეს ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცე და შესთავაზეს მაღალი პროფესიული დონით გამორჩეული რეტროსპექტიული გამოფენა.
 გამოფენა ოზურგეთში  10 მარტამდე.გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები

  • 85
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 83
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 82
    ბოროტება დაიღალა ადამიანში...და კითხვა...-ძალაუფლება პრივილეგიაა თუ უდიდესი გამოცდაXI საუკუნის ისტორიული ფრაგმენტების საფუძვლებიდან მომდინარე ტრაგედია, XVII საუკუნის ოციანი წლების გადმოსახედიდან. და ახლა უკვე... 7-8 ივნისს, უილიამ შექსპირის„მაკბეტის“ტრაგიკული პიესის პერსონაჟებმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე, უკეთურ ძალთა სამკვიდროს ბნელი გზახვეულებიდან შემოაბიჯეს. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი: სცენური ვერსია და რეჟისურა: გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე; კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე…
  • 82
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 82
    „გაატარეთ საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“ ...მწარე რეალობა და გზავნილები XVIII-XIX საუკუნეთა გადმოსახედიდანოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ოზურგეთელი მაყურებელი ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 24 ივლისს მასპინძლობდა. „ქართველი ქალი, ანუ შურისძიება“ - თურქი დრამატურგის აჰმეთმითჰათ ეფენდის ამ ნაწარმოების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „შურისძიება“ რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი. მონაწილეობენ ცხინვალის თეატრის მსახიობები. წარმოდგენილია XVIII საუკუნის ბოლო…