89:60 – ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია თბილისში და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში სავსე ტრიბუნების წინაშე გაიმართა და როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის ძალიან ბევრს წყვეტდა. წაგების შემთხვევაში დანიელები ჯგუფს მეოთხე ადგილზე (მიუხედავად იმისა, რომ ივლისში კიდევ ორი ტურია) დაასრულებდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას კი ოთხგუნდიანი ჯგუფებიდან საუკეთესო სამ-სამი ნაკრები განაგრძობს.

A ჯგუფიდან გავიდნენ ესპანეთი, უკრაინა და საქართველო. ბოლო ორ ტურში და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვინც მეტ ქულას დააგროვებს, ფინალურ ეტაპზეც ის ითამაშებს. აქვე გეტყვით: მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ჯგუფის ტრიო B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს შეუერთდება, ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მოხვდება.

 

მსგავსი სტატიები

  • 75
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 68
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 67
    27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…
  • 67
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
  • 67
    ევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ კვიპროსს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა. ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი - 2. მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად…

არ გამოტოვოთ