მომხრე ვარ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე დადგეს პატრიარქის წმინდანად შერაცხვის საკითხი. ვაპირებ სინოდის სხდომაზე ამ საკითხის დაყენებას – თანამოაზრეები, რა თქმა უნდა, მყავს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანს

წმინდანად გარდაცვალებისთანავე შერაცხავენ.

რაც შეეხება პატრიარქის პატივის მისაგებად სამების ტაძარში მისულ ხალხის ნაკადს, მეუფის თქმით, რა თქმა უნდა, მოლოდინი ჰქონდათ იმისა, რომ უამრავი ადამიანი მიაგებდა პატრიარქს პატივს, თუმცა „იმან, რაც ახლა, ხდება, ყოველგვარს მოლოდინს გადააჭარბა“.

მე ვნახე, მამა გაბრიელი რომ სამებაში გადმოასვენეს, რა ხდებოდა აქ, როგორი უწყვეტი რიგი იყო ორი თვის განმავლობაში, დღე და ღამე, მაგრამ ასეთი რამ არც მაშინ ხდებოდა, ხალხის ასეთი საოცარი სიმრავლე. მინდა გითხრათ, მე უკვე არ მეშინია ამის თქმის – შვიდი ნიშანი არსებობს, რომლის მიხედვითაც, ხდება წმინდანად შერაცხვა ადამიანის. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა. ამაზე მეტი საყოველთაო თაყვანისცემა ვერ წარმომიდგენია. დანარჩენი, ყველა ნიშანს აკმაყოფილებს პატრიარქი. ცხოვრებაში სასწაულს ქმედებდა და ამას უამრავი ადამიანი ადასტურებს. განსაკუთრებული სიწმინდით ცხოვრობდა და ამას ყველა ვადასტურებთ, ვინც მასთან შეხებაში იყო. მე პირადად მომხრე ვარ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი. ეკლესიის ისტორიაში იყო ასეთი შემთხვევები, ადამიანი გარდაიცვლებოდა თუ არა, მაშინვე შერაცხავდნენ წმინდანად. ასეთი, სამი-ოთხი შემთხვევა მარტო მე ვიცი. ვფიქრობ, ჩვენი პატრიარქი განსაკუთრებულია. არ მგონია სხვა რამე არგუმენტი იყოს, ვინ იქნება წინააღმდეგი?! მე პირადად ვაპირებ წმინდა სინოდის სხდომაზე საკითხის დაყენებას წმინდანად შერაცხვის თაობაზე. თანამოაზრეები, რა თქმა უნდა, მყავს. “.-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 75
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 72
    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
  • 72
    ოჯახური ისტორიის გადასახედით, ფურცლებზე დატანილ სიტყვათა კინძულში, კადრები დანისლული მოგონებებიდანგადასახლება _ რამდენ ტკივი-ლიან ფურცლად შემორჩენია თავად ეს სიტყვა გასულ საუკუნეს, რამდენი უკანასკნელი ამოსუნთქვა ჩაბრუნებია გულს სამშობლოსგან მოშორებით და სამშობლოს მონატრებით. ერთ-ერთი საუბრის დროს, რამდენიმე ფაქტის გახსენებას მოჰყვა ამ წერილის მომზადების იდეა. ვთხოვე ხათუნა გორგოშიძე - სურგულაძეს, მასალები მოეწოდებინა. თვალწინ მიდევს დრო-ჟამისგან შეყვითლებული ეს ფურცლები, ბევრი ჩასწორებით, ბევრი გადახაზვით. და…
  • 72
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
  • 68
    დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი (+914)30-ნოემბერი _დიდმოწამე მიქაელის, რომელსაც ეწოდა გობრონ ხსენების დღე არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. სარკინოზებმა მოსრეს „ყოველი სომხითი, სიგნეთი, ვაეძორი, ასფურაგანი“. სომხეთიდან აბულ-კასიმი „სპითა დიდითა და ურიცხჳთა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა“, საქართველოს შემოესია. თბილისში ამირად იჯდა ჯაფარ ძე ალისი. მან კეთილად მიიღო მრისხანე თანამემამულე. აბულ-კასიმი…