დიდი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ საუბარი გვქონდა – მიმაჩნია, რომ ეს მართებულია , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომხეთში გამართული ევროპული გაერთიანების სამიტის ფარგლებში უკრაინულ მედიას განუხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ კომენტარი უკრაინულ მედიასთან გააკეთა.

„დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი გვქონდა. მიმაჩნია, რომ ესეც მართებულია “, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეები სამთავრობათშორისო კონსულტაციების გამართვის საკითხზე შეთანხმდნენ.

„ახლა დიპლომატები გადაწყვეტენ, ეს ბრატისლავაში ჩატარდება თუ კიევში. ყველა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. უკვე არსებობს კონკრეტული საკითხები და თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ ესეც კარგი სიგნალია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო:ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 68
    უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდისუკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა.                               ღია წერილი             რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს                …
  • 68
    საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს - შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან, ცეცხლი სრულად და უპირობოდ, მინიმუმ 30 დღით უნდა შეწყდესსაფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ…
  • 67
    ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართებაევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ…
  • 66
    რუსეთის მასირებული დარტყმა უკრაინაზე: 9 დაღუპული და ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრაში15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.…
  • 65
    ამერიკელი კონგრესმენები - ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგანღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…