კომპანია „ვილ-ბინ-დან საქართველო“ 2009 წელს შემოვიდა ქართულ ბაზარზე. მისმა პროდუქციამ „სოფლის ნობათის“ სახელწოდებით მალევე მიიქცია მომხმარებლის ყურადღება და მოწონებაც დაიმსახურა. იგი რეგიონების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. მომხმარებელი მისგან იღებს რძისგან წარმოებულ სხვადასხვა პროდუქტებს _რძეს, არაჟანს, მაწონს, კეფირს, ხაჭოს, იოგურტს და ა.შ

მას შემდეგ, რაც რეგიონებში ამოქმედდა ქსელური მაღაზიები, „სოფლის ნობათის“ პროდუქციის რეალიცაცია მკვეთრად გაიზარდა (მაქსიმალური ფასდათმობის ხარჯზე მწარმოებლისგან ქსელურების მიმართ)…რაც უდავოდ გამოწვეულია მწარმოებელსა და ქსელურ მარკეტებს შორის გარიგების საფუძველზე-არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში მომუშავე, ქსელირი მარკეტების – ტრადიულ მარკეტებთან მიმართებით.

ქსელური მაღაზიების ფასების თემა დღეს აქტუალურია.

ახალი წლის წინა დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სურსათი იმიტომაა ძვირი, რომ პროდუქტებს ზედმეტად ძვირად ჰყიდიან, რომ მაღალი მოგება დარჩეთო და საგამოძიებო უწყებებს საკითხში გარკვევისაკენ მოუწოდა.

2025 წლის 30 დეკემბრის მთავრობის განკარგულებით სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით დამტკიცდა საკორდინაციო კომისიის შემადგენლობა, რომელსაც თავად პრემიერი ხელმძღვანელობს.

საკოორდინაციო კომისია მუშაობს და მასში სხვადასხვა ავტორიტეტული უწყებებია ჩართული.

რამდენადაც ვიცით, ამ კომისიის მუშაობის შედეგები აპრილიდან უნდა ეგრძნო მომხმარებელს. დავინტერესდით, რა ხდებოდა ამ კუთხით და ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში შევიარეთ და რძის ნაწარმში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული „სოფლის ნობათის“ პროდუქციის ფასებს დავაკვირდით. ფასები ბოლო პერიოდში ერთი შეხედვით არ გაზრდილა, მაგრამ შემთხვევით აღმოჩენილმა ფაქტმა მიიქცია ჩვენი ყურადღება.

მაწონი „სოფლის ნობათი“ 3,2 % ცხიმიანობით, წონა 380 გრამია (2.04. 2026 პერიოდის ჩათვლით), ხოლო მომდევნო პარტია კი_ 350 გრამი (3.04.2026 -დან, ორთავე შეფუთვას აწერია პლუს-მინუს 10 გრამი). დაგვაინტერესა, წონის კლებასთან ერთად ხომ არ შემცირდა შესაფუთი მასალის მოცულობა, თუმცა  იგივეა.

ანალოგიური სიტუაცია გვაქვს არაჟანთანაც. არაჟანი „სოფლის ნობათი“ 15% ცხიმიანობით რამდენიმე დღის წინ 380 გრამს იწონიდა, ბოლო პარტიაში იგივე სახის არაჟანი 350 გრამს იწონის.

მართალია წონა მოაკლეს, ფასი კვლავ იგივეა. კმაყოფილია კომპანიაც და მომხმარებელიც, რადგან ეს უკანასკნელნი ასეთი „უმნიშვნელო“ დეტალით ნაკლებად ინტერესდებიან.

_კერძო კომპანიაა, წონასაც და ფასებსაც ისინი განსაზღვრავენ _გვიპასუხა ქ. ოზურგეთში მაღაზია „ორი ნაბიჯის“თანამშრომელმა.

აღნიშნულ თემაზე ამ დარგის ერთ-ერთ სპეციალისტს კონდიფენციალურად ვესაუბრეთ. გთავაზობთ ამონარიდს ამ საუბრიდან:

_ ქეშბეკის თემა ერთ-ერთი აქტუალურია ქართულ ბიზნესში. რაც შეეხება ქსელურ მარკეტებს, ამით მიიღო დამატებითი ქეშბეკი ამ მანიპულაციით, ანუ, ტრადიციულ მარკეტებში ისევ ძველ ფასში შედის როგორც 380 გრამიანი შედიოდა (2,73 ში) ყოველგვარი ქეშბეკის გარეშე, ასევე ქსელურშიც შედის (2,73 ში) ამ მანიპულაციით რაც ზედმეტი მოგება ამოიღო კომპანიამ ტრადიციული მარკეტებიდან, მოგების სახით ეს საპროცეტენტო განაკვეთით აუსახა ქეშბეკად დამატებით ქსელურებს(„ორ ნაბიჯს“-მაწონი „სოფლის ნობათს“ აწვდნიდნენ და ეხლაც აწვდნიან) დოკუმენტალურად 2,73 ში. სტანდარტული გასაყიდი ფასი იყო 2,50 ლარი ეხლა 2,45 ლარი – აქციის პერიოდში 2 მარტამდე იყო 1,99ლარი – ახლა კი არის 1,89ლარი, ეხლა კი ნებისმიერ საღად მოზროვნეს შეუძლია გააკეთოს ანალიზი მთელი წლის განმავლობაში კომპანია„ორი ნაბიჯმა“, თუ სხვა კომპანიებმა, ქსელურემა მარკეტებმა იმუშაოს წაგებაზე თუ არა ქეშბეკით ანაზღაურება არ მიიღო (?!)_(აქ იყო და დარჩება მზარდი ქეშბეკი, რომელიც უკომპესირებს კომპანიას იმ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას- ეს კი იწვევს პროდუქციის ხელოვნურ ფასის ზრდას ყოველ ეტაპზე, ამით არ ჩანს აქ და არ აფიშირდება რომ პროდუქცია გაძვირდა და ქეშბეკი მოუმატა ქსელურს) ხომ კარგი გადაწყვეტაა…ერთი შეფუთვის 30 გრამი თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ თუკი ამას გამოშვებული პროდუქციის რაოდენობაზე გადავამრავლებთ, სოლიდურ თანხებთან გვექნება საქმე.უხეში დათვლით, ერთი 350 გრამიანი მაწონი ან არაჟანი 22 თეთრითაა გაძვირებული _გვითხრა მან.

სამწუხაროდ, ჩვენ ამ თემაზე ვერ მოგაწვდით ქართული ბიზნესის ისეთი ცნობილი სახეების კომენტარებს, როგორიცაა ევა ჭყონია-(ყოფილი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი), ფხაკაძე-(სპარი-დეილი-იოლი), ჩოჩელი(მაგნიტი, გვირილა) და ბოლოს ის რომ, ფხაკაძის და ჩოჩელის ბიზნესის გაერთიანებამ (კონკურენციის სააგენტოს ნების დართვით-ბაზრის შესწავლის გარეშე) დიდ შთაგონებაში ჩააყენა დანარჩენი მარტოდ  მდგომი ქსელურები, რომელთაც დაეუფლად შიშის გრძნობა, რომ ისინი ამ უკანასკნელის გაერთიანების გამო გაიზიარებენ ტრადიციულების ბედს!

ჩვენ  მზად ვართ კომპანია „ვილ-ბილ-დანი საქართველოს“ კომენტარი (პასუხის შემთხვევაში) უცვლელად  შემოგთავაზოთ.

მსგავსი სტატიები

  • 88
    „რადიკალურად სხვა პროექტია... „კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა“რა ითქვა ჩოხატაურში კომპანია „ორბი ჯგუფის“მიერ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრაზე 28 მარტს,ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში,კომპანია„ორბიჯგუფმა“ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირდაპირი დიალოგის წარმოება იყო.…
  • 87
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 87
                ერთი ოჯახის სევდიანი ისტორია  ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და  ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ...                  …
  • 86
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 85
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…