⛪️ გონებისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი განსაკუთრებული ისტორიული მემკვიდრეობის მატარებელია. ის ჯერ კიდევ 1828 წელს, არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ შედგენილ შემოქმედის ეპარქიის ეკლესიების სიაში მოიხსენიება. სამწუხაროდ, კომუნისტურმა რეჟიმმა ტაძარი პირისაგან მიწისა აღგავა და ისე გაანადგურა, რომ მისი ვიზუალური მასალის მოძიებაც კი შეუძლებელია. შემორჩენილი ცნობებიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ ტაძარი ხისა და გუმბათოვანი ყოფილა, სადაც წმინდა გიორგის სახელობის წარწერიანი ხატი ინახებოდა.
🕊️ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სოფლის მკვიდრთა ძალისხმევისა და შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე, ტაძრის აღდგენის იდეა რეალობად იქცა.
გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ კომპანია Parvus Group • პარვუს ჯგუფი-ს მიმართ, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოეხმაურა სოფლის თხოვნას, გამოყო დაფინანსება და სწორედ მათი მხარდაჭერით, ძველ საძირკველზე ახალი ტაძარი აიგო 🛠️
​მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი კონსტრუქცია უკვე აღმართულია, ტაძრის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის კვლავ საჭიროა კეთილი ნება და ფინანსური მხარდაჭერა ტაძრის შიდა და გარე სრულყოფისთვის – იატაკის ქვის ფილებით მოსაპირკეთებლად, ხის მასალის სპეციალური – წყალდამცავი ზეთით დასამუშავებლად, ელექტროგაყვანილობის მოსაწყობად, კანკელის, ხატებისა თუ საჭირო ინვენტარის განსათავსებლად, ასევე ეზოს კეთილმოწყობისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის გასამართად. მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ან მომავალში შეიტანს ამ ისტორიულ საქმეში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გონებისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კეთილმოწყობისთვის გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიშები. თითოეული შემოწირულობა სრულად მოხმარდება ტაძრის აღჭურვასა და მიმდინარე საჭიროებებს.
💳 საბანკო რეკვიზიტები:
📍 მიმღები: შემოქმედის ეპარქიის სოფელ გონებისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
🔹 საქართველოს ბანკი (Bank of Georgia): #GE27BG0000000611530131
🔹 თიბისი ბანკი (TBC Bank): #GE98TB7464936080100014
📢 ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ წმინდა საქმეში და გააზიაროთ პოსტი, რათა ეს ინფორმაცია ბევრმა კეთილმა ადამიანმა შეიტყოს. ☦️
​ღმერთმა დაგლოცოთ! წმინდა გიორგის მადლი და მფარველობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! 🕊️

მსგავსი სტატიები

  • 89
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 88
    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
  • 88
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
  • 88
    სოფელ გუთურში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აკურთხა. ტაძრის პროექტის ავტორი და მშენებელი _ინჟინერი ზურაბ გუჯაბიძეა, რომელმაც წინა წლებში 4 ტაძარი ააშენა: ქ. ოზურგეთში, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის ტაძარი, ექადიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სოფელ ბოხვაურის წმინდა სოფიას სახელობის ტაძარი და სოფელ გვარას…
  • 86
    საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო! მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა! აღდგა უფალი, დაიმსხვრა საკვრელნი ბოროტებისა და…