სტიქიის შედეგად დაბა ნარუჯის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას წყლის მიწოდება დროებით შეზღუდული აქვს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.
ძლიერმა ნაკადმა სატუმბი სადგურის საძირკველი გამორეცხა, რის შედეგადაც ობიექტი ნაწილობრივ წყლით დაიფარა და მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია შეუძლებელი გახდა. ამასთან, დაზიანებულია სადგურის შემსვლელი და გამსვლელი მილსადენები, რაც სისტემაში წყლის მიღებასა და ქსელში მიწოდებას აფერხებს.
დაზიანების მასშტაბიდან და რთული ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს: წყლის დონის შემცირებასა და ობიექტთან უსაფრთხო მისასვლელის უზრუნველყოფას, ტერიტორიის გაწმენდას, სატუმბი სადგურისა და მილსადენების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, დაზიანებული მონაკვეთების აღდგენასა და სისტემის ეტაპობრივ გამოცდას.
ადგილზე მობილიზებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მათი უსაფრთხოდ და სრულყოფილად შესრულების ტემპი მდინარეში წყლის დონესა და მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
შექმნილი ვითარების გამო, წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს დაბა ნარუჯის მოსახლეობას. ცენტრალიზებული წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე მოსახლეობას სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდება.
კომპანია მუშაობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის უმოკლეს ვადაში აღსადგენად. სამუშაოების მიმდინარეობისა და წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო ვადის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია დამატებით ეცნობება.“
ამ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
სოფელ ნარუჯის წყალმიმღების მონაკვეთზე სანაპირო ზოლის ნაპისამაგრი სამუშაოებისათვის სახელმწიფომ 2014 წლის 30 დეკემბრის #2551 განკარგულებით 343 385 ლარი გამოყო. 2018 წლის აპრილში ელექტრონული ტენდერი დასრულდა….ტენდერში კომპანია „კავკასენერგომ“ გაიმარჯვა, მისი სატენდერო წინადადება 276.088. 05 ლარი იყო
მსგავსი სტატიები
- 84
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის… - 82
დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას… - 81
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო… - 80
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
