სტიქიის შედეგად დაბა ნარუჯის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას წყლის მიწოდება დროებით შეზღუდული აქვს.

სოფელ ნარუჯის წყალმიმღების მონაკვეთზე სანაპირო ზოლის ნაპისამაგრი სამუშაოებისათვის სახელმწიფომ 2014 წლის 30 დეკემბრის #2551 განკარგულებით 343 385 ლარი გამოყო. 2018 წლის აპრილში ელექტრონული ტენდერი დასრულდა….ტენდერში კომპანია „კავკასენერგომ“ გაიმარჯვა, მისი სატენდერო წინადადება 276.088. 05 ლარი იყო.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ თავის განცხადებაში კომპანია „კავკასენერგოს“ შესახებ არაფერს ამბობს.

ამ თემას გაზეთ „ალიონის“ რედაქცია სწავლობს.

მსგავსი სტატიები