საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გელა მგელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

„დღეს სუს-ის უფროსმა გელა მგელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, გეკა მგელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. გეკა მგელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

გეკა მგელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. კიდევ ერთხელ ვუხდი გეკა მგელაძე მადლობას გაწეული საქმიანობისთვის წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთმ, რომ სუს-ში გადასვლამდე გეკა მგელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უწყების ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ გელაძემ დღეს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით განაცხადა.

წყარო: IPN.GE

მსგავსი სტატიები

  • 75
    რედაქტორები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენმსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) „გლობალური ქსელისა“ და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები „საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს“, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს. აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო…
  • 74
    „კომლი“ _ ოჯახური ტრადიციები უცხოელი ვიზიტორებისათვისკომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
  • 72
    ინტერვიუ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტთან, პიერ ბიდერმანთან https://www.youtube.com/watch?v=rJOxwd435yI    
  • 72
    ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი, უკვე მეხუთედ სტუმრობს ოზურგეთსავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეხუთედ სტუმრობს ოზურგეთს. ფესტივალი 5 ივლისს გაიხსნა და 15 ივლისამდე, ოზურგეთელი მაყურებელი, არაერთი საინტერესო სპექტაკლის მომსწრე გახდება, როგორც ქართული, ასევე უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის თეატრებიდან. ფესტივალზე პირველად არის წარმოდგენილი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ისრაელის თეატრალური დასი _ ბეერ შევის „ფრინჯ-თეატრის“ სპექტაკლი …