სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ ჩოხატაურის მერთან მინდია ჟღერიასთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებული შემდეგი პროექტები მიმდინარეობს:
• ქვენობანი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
• ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ახალშენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
• სოფელ ამაღლების ცენტრიდან, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ ცენტრალური გზის მიმართულებით, უმოკლესი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;
• შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრალური გზიდან სასაფლაოს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;
• სოფელ დაბლაციხეში ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;
• ხევი -ერკეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში კი:
• „მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ერკეთის დედათა მონასტერთან“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
• გორაბერეჟოულის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისა და სოფ. გორაში კოტრიკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
მსგავსი სტატიები
- 79
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლის და საველე გასასვლელების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, პირველ 6 კილომეტრზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენის დაგება, ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მონტაჟი, მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული… - 78
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის… - 78
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად მოინახულა. მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა საჭამიასერი-მამულარის გზის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს სოფელ ქვემოხეთში, ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 495 000 ლარი გამოიყო. - 77გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გასულ სიუჟეტს ჩოხატაური-ზომლეთის 11 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს მივაწოდეთ ინფორმაცია გზის ცალკეული მონაკვეთების დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით, სიუჟეტის ავტორები კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესებისათვის, მანიპულაციითა და უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით კვლავ ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. საქმე ისაა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის…
- 76
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…