გურიის რეგიონალური ტურნირის „ბიძინა ვასაძის თასი-2026″ საუკეთესო საპრიზო ოთხეული:1.გიორგი გოგოლაური, 2.ლაზარე ჩხარტიშვილი, 3, აკაკი გოგუა. 4.მერაბ ვასაძე.

საჭადრაკო კლუბში დამთავრდა ღია საჭადრაკო ტურნირის-„ბიძინა ვასაძის თასი-2026“- ის გათამაშება, რომელშიც რეგიონის სხვადასვა თაობის, 25 წარმატებული და ტიტულოვანი მოჭადრაკე იყო ჩართული. ტურნირში მონაწილეობას დიდი სტიმული მისცა სოლიდურმა საპრიზო ფონდმა, რომელიც დააწესა აწ გარდაცვლილი ბიძინა ვასაძის შვილმა – მერაბ ვასაძემ. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა ბიძინა ვასაძის, როგორც ღირსეული ოზურგეთელის და ჭადრაკის დიდი გულშემატკივარის შესახებ. ანიჭებდა რა ჭადრაკის ცოდნას დიდ მნიშვნელობას, მან ამ ბრძნული თამაშით შვილებიც პატარაობიდანვე, დააინტერესა. რომლებიც სასკოლო ასაკში ხშირად აღწევდნენ წარმატებებს მოსწავლეთა მუნიციპალურ და რეგიონალურ ჩემპიონატებში და ტურნირებში. მერაბი, კი 2008 წელს, როცა ოზურგეთის N2 საჯარო სკოლამ საქართველოს პირველობაზე,12 რეგიონს შორის, დიდ წარმატებას მიაღწია (მესამე ადგილი თბილისის და ქუთაისის შემდეგ)), გუნდის წამყვანი წევრი იყო.
რაც შეეხება ღონისძიებას, იგი ორ დამოუკიდებელ ტურნირად ჩატარდა. რომელთაგან ერთში უმცროსი ასაკის წარმატებული მოსწავლეები, ხოლო მეორეში სხვადასხვა თაობის ტიტულოვანი მოჭადრაკეები, გურიის მრავალგზის ჩემპიონები და პრიზიორები მონაწილეობდნენ. მ.შ. გურიის მოქმედი ჩემპიონი, 11 წლის ლაზარე ჩხარტიშვილი, რომელიც ოქტომბერში ესპანეთში იასპარეზებს მსოფლიო პირველობაზე.
ორთავე ტურნირში მოჭადრაკეებმა ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზეს და საინტერესო პარტიებიც გვაჩვენეს. უმცროს ასაკში, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ჩოხატაურელი პატარების კარგი თამაში, რაც საბოლაო შედეგებშიც გამოვლინდა. მათგან-თორნიკე ბენდელიანმა და ერეკლე კუტუბიძემ 5-5 ქულით დაიკავა ადგილი სასპრიზო სამეულში. 5 ქულით სამეულში შევიდა ასევე , თავის ასაკში ოზურგეთის მოქმედი ჩემპიონი გაბრიელ სალუქვაძე. სამივე მოჭადრაკეს დამატებითი კრიტერიუმებიც თანაბარი აღმოაჩნდათ და ორგანიზატორების გადაწყვეტილებით სამივე ოქროს მედლით დაჯილდოვდა და საპრიზო ჯილდოც თანაბრად გაუნაწილდათ.
ძალზე დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა ბრძოლები უფროსი თაობის მოჭადრაკეებს შორის, სადაც პარტიების ხარისხიც შესამჩნევად მაღალი იყო. აქ სათამაშო კლასისა და ტიტულების გათვალისწინებით, 16 მონაწილედან 8-9 მოჭადრაკე საპრიზო ოთხეულში შესვლის კანდიდატად თამამად შეიძლებოდა მიგვეჩნია, თუმცა მათგან რეალურ ფავორიტებად, გურიის მოქმედი ჩემპიონი ლაზარე ჩხარტიშვილი, 4-გზის ჩემპიონი გიორგი გოგოლაური და მოქმედი ვიცე-ჩემპიონი აკაკი გოგუა სახელდებოდა. მართალაც სწორედ მათ შეძლეს საპრიზო სამეულში შესვლა. 7 შესაძლებლობიდან 6-6 ქულა დააგროვეს გიორგიმ და ლაზარემ , თუმცა დამატებითი კრიტერიუმით პირველი ადგილი გიორგი გოგოლაურს ერგო. აკაკი გოგუა კი, 5 ქულით მესამე ადგილს დაყაბულდა. ძალიან დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს 4,5 ქულით მერაბ ვასაძის IV საპრიზო ადგილი,რომელსაც ბოლო 10-15 წელი ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია. ტურნირში 50 %-იანი ბარიერი 4-4 ქულით გადალახეს გივი სიამაშვილმა,ნიკოლოზ ბარამიძემ და ელგუჯა ურუშაძემ. 14 წლამდე ასაკის ნომინაციაში კი, საუკეთესო შედეგი ჰქონდა ლიხაურელ გიორგი სალუქვაძეს. ტურნირის ფავორიტებთან წარმატებული თამაშით თავი გამოიჩინეს ასევე სერგი ტოტოჩავამ, მირიან აზმაიფარაშვილმა, დაჩი კიღურაძემ და აკაკი სალუქვაძემ, რომლებმაც თანაბარი ქულებით დაამთავრეს ასპარეზობა.
ტურნირი საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ორივე ტურნირში მონაწილე წარმატებულ მოჭადრაკეებს გადაეცათ თასები, მედლები, დიპლომები და დაწესებული ფულადი პრიზები. მერაბ ვასაძემ ტურნირში მოპოვებული ფულადი პრიზი დაამატა ძირითად საპრიზო ფონდს, რითაც შესაძლებელი გახადა დაეჯილდოვებინა 10 წლამდე ასაკის ტურნირის ყველა მონაწილე.
დასასრულს მერაბ ვასაძემ, გამოხატა, რა კმაყოფილება ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ გეგმავს მომავალშიც გაუწიოს სპონსორობა და უფრო მასშტაბური გახდეს ეს ტურნირი. თავის მხრივ, გურიის ჭადრაკის ფედერაციამ,მადლობა გადაუხადა მერაბ ვასაძეს ასეთი ტურნირის ორგანიზებაში ხელშეწყობისათვის

მსგავსი სტატიები

  • 88
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 84
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 82
    ხარიტონ ჩხატარაშვილი – კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ ფეხბურთს უძღვნის თავსგურიის ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ფიგურაა ხარიტონ ჩხატარაშვილი. დაიბადა 1959 წლის 16 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი – ნინო და თემური, და ორი შვილიშვილი – ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). საფეხბურთო…
  • 82
    ჩოხატაურში იუნორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი დასრულდაგურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…
  • 82
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…