ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა-2026″ აღინიშნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი იოსებ ჯორბენაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ლანჩხუთობა – 2026″-ის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის 10 ადამიანს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა, დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო და ღვაწლმოსილი პედაგოგები. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული სამზარეულო. მოეწყო ბავშვთა სივრცე და ფოტო-ზონა. გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. საღამო „ქართული ხმებისა” და „გუფი ლენდის” კონცერტით დასრულდა.
მსგავსი სტატიები
- 79
ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა 2024“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმი, მოეწყო ეთნო და საბავშვო სივრცეები, კულინარიული მასტერკლასები. დაჯილდოვდნენ საპატიო ლანჩხუთელები. საღამო… - 78
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსნების დღე აღინიშნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოს პარლამენტის წევრ იოსებ ჯორბენაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ჩიბათის სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა, გაიმართა საფეხბურთო მატჩი და დოღი. სტუმრებისთვის მოეწყო მდინარე ფიჩორზე კატერით გასეირნება. - 75
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარლამენტის წევრი იოსებ ჯორბენაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ. ჩიბათელი მხედრების სკვერში გურული მხედრების მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა… - 74
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 74
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…