ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზიერობაში ტრადიციული ღია პირველობა გაიმართა.
ბაზიერობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს წინ უძღოდა შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ჩხიკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილი შეხვდნენ.
ღია პირველობის ფარგლებში, გორაბერეჟოულიში, ერისთავების სასახლეში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, გურულ ტრადიციას, მიმინოზე ნადირობას (ბაზიერობას) და ტურიზმის მდგრად განვითარებას მიეძღვნა.
მონაწილეებმა იმსჯელეს ბაზიერობის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ტრადიციული ცოდნის თაობებს შორის გადაცემისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებზე.
კონფერენციაში უცხოელი ექსპერტები, მათ შორის პოლონეთის შჩეცინის უნივერსიტეტის პროფესორი ადამ პავლიჩი და ეგვიპტელი სპეციალისტი დალია აბდალა მოჰამედ რადი სარი მონაწილეობდნენ.
ბაზიერობის ტრადიციულ ღია პირველობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბაზიერობისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჩოხატაურის სპორტულ ბაზაზე 20-მდე ბაზიერი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. წარმოდგენილი იყო გაწვრთნლი მიმინო, ქორი, შევარდენი.
მსაჯები აფასებდნენ ფრინველების მომზადების დონეს, მის მორჩილებას, ნადირ-ფრინველის დენისა და ნადირობის უნარებს.
მიმინოთ ნადირობაში ყველას როინი ჯამღაიძის მიმინომ აჯობა, ხოლო ქორით ნადირობაში მსაჯებმა პირველობა გივი კუკულაძის ქორს მიანიჭეს.
მართალია ბაბუას_ გივი ვაჩეიშვილის  გაწვრთნილმა მიმინომ მე-3 ადგილი დაიმსახურა, მაგრამ შესანიშნავად გამოვიდა შვილიშვილი, პატარა პაატა ვაჩეიშვილი, რომელმაც სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
წელს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა დიმა ტყეშელიაძემ თავისი მიმინოთ II ადგილი დაიკავა.

მსგავსი სტატიები

  • 65
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 59
    გამარჯვებას იქ, ქვემოთ აღნიშნავენ, ანუ ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია2019 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა ცნობილი მთამსვლელი, ოზურგეთის, სოფელ ნატანების მკვიდრი თამაზ ბაქანიძე. იგი არა მარტო მთამსვლელი, უძლიერესი მეკლდეურიც იყო. მიხეილ ხერგიანთან ერთად ვარჯიშობდა კლდეზე ცოცვაში და იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც მიხეილ ხერგიანის თაოსნობით 1965 წელს პირველი ადგილი მოიპოვა იალტაში ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველობაზე. მის ალპინისტურ მოღვაწეობაში მძიმე მოგონებებიც…
  • 58
    ხარიტონ ჩხატარაშვილი – კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ ფეხბურთს უძღვნის თავსგურიის ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ფიგურაა ხარიტონ ჩხატარაშვილი. დაიბადა 1959 წლის 16 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი – ნინო და თემური, და ორი შვილიშვილი – ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). საფეხბურთო…
  • 57
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
  • 57
    საქართველოს ღია პირველობა ბაზიერობაშიახლახან დაბა ჩოხატაურში ჩატარდა საქართველოს ღია პირველობა ბაზიერობაში, რომელშიც ჩოხატაურის, ფოთის, აჭარის ცნობილი ბაზიერები მონაწილეობდნენ. გარდამარჯვებულთა შორის უმეტესად ჩოხატაურელი ბაზიერები იყვნენ და მათვე გადაეცათ დიდი ქართველი ბაზიერის აკაკი ჩხიკვიშვილის სახელობის გარდამავალი თასი „ჩოხატაური.“ დაჯილდოებულთა შორის იყვნენ გუთურელი ვაჩეიშვილების ოჯახის 3 წევრი: ბაბუა გოგი, შვილი ანზორი და შვილიშვილი გიორგი ვაჩეიშვილები. ოზურგეთელ…