2022 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 387 მლნ. ლარით იგეგმება. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტს გაეცნენ. სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და ყურადღება დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდაზე და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მიმართულებები და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და აღნიშნა, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.4% საბიუჯეტო დეფიციტის ზღვარზე დაიგეგმა, 2023 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებლის 3%-მდე შემცირება იგეგმება.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 2022 წლისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2. 844 მლნ. ლარით განისაზღვრა, საიდანაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის – 1.862 მლნ. ლარი, რეგიონებისთვის და მუნიციპალიტეტებისთვის – 463 მლნ. ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა–რეაბილიტაციისთვის – 380 მლნ. ლარი, მყარი ნარჩენების მართვისთვის – 50 მლნ. ლარი დაიხარჯება.
სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე და ჩასატარებელ სამუშაოებზე მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ისაუბრა. მან კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც კონკრეტული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას და დასრულების ვადებს და თვითმმართველობისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხებს შეეხებოდა.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ ფინანსურ ხელშეკრულებებს გაეცნენ და მათ პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
აღნიშნულ ინფორმაციას PIA. GE ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 71დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 59გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 58სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 57ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 561918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…