დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება.
12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი უნარ-ჩვევები გამოავლინეს და გააზრებული, კარგი თამაშითაც წარმოაჩინეს თავი.
შეჯიბრების ფავორიტად თავიდანვე დასახელდა 7 წლის ლაზარე ჩხარტიშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ წინა შეჯიბრებებში დაგვამახსოვრა თავი, როგორც ნიჭიერმა და იმედის მომცემმა მოჭადრაკემ. მან როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერადაც კარგად ითამაშა და 10 შესაძლებლობიდან, 9,5 (!) ქულით, პირველობა არავის დაუთმო. ლაზარეს ეს წარმატება ბუნებრივად ასოცირდება მის დედათან – წმ.ნინოს სახელობის სკოლის პედაგოგთან, ხუთი შვილის დედასთან – თამუნა ქათამაძესთან, რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველოს სასკოლო გუნდური ჩემპიონატის ფინალში ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის სახელით იასპარეზა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მაშინ სკოლის გუნდმა (მერაბ ვასაძე, გიორგი მკურნალიძე, მიშიკო ქურიძე და თამუნა ქორიძე, დირ. ირინა ინარიძე) ბრწყინვალედ ითამაშა და გორის გუნდთან მე-3 მე-4 ადგილი გაიყო, ხოლო I და I I ადგილზე შესაბამისად ქუთაისის და თბილისის გუნდები გავიდა.
კარგად ითამაშა და მიზანსწრაფულობა გამოავლინა რომან დოლიძემ, რაც შედეგშიც აისახა,მან 8 ქულით მეორე ადგილი დამაჯერებლად მოიპოვა. თანატოლებში პირველი ოფიციალური წარმატებაა გაბრიელ ბარამიძის მესამე ადგილი. მისი მწვრთნელის გიორგი გოგოლაურის თქმით, იგი ყოველდღიურად იმაღლებს სათამაშო დონეს და მალე ალბათ სერიოზულ კონკურეციას გაუწევს მის ტიტულოვან ძმას ნიკოლოზს, რომელიც რეგიონალურ და რესპუბლიკურ შეჯიბრებებში სერიოზული წარმატებებს აღწევს. დადებითად უნდა შეფასდეს საპრიზო ადგილების მიღმა დარჩენილი მოჭადრაკეების- ერეკლე ანდღულაძის, საბა ერისთავის და სესილი გოგოლაშვილის თამაშიც. პრიზიორი და სხვა წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით და შესაბამისი დიპლომებით.
ტურნირი ორგანიზებული იყო გურიის ჭადრაკის ფედერაციისა (ზურაბ ანდღულაძე) და ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების (გელა შაფაქიძე) მიერ.
მსგავსი სტატიები
- 100
„75 წელი. მაღალი, ბრგე ვაჟკაცი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, საინტერესო ბიოგრაფიით, კასკადიორ- დუბლიორობიდან წინახაზის მეომრობამდე...მოუშუშებელ ნაიარევად დარჩენილი აფხაზეთი და მის თვალწინ სახეზე ღიმილგადაკრული, შუქჩამქრალი, ცას შეყინული თვალებით გმირები, ზოგი ჭაბუკობაშიც ფეხვერშედგმული, ზოგიც უკვე მოწიფული, ქართულ მიწას და ქართულ ცას შერწყმული. „ მაცი ხვიტია“, „ლონდრე“, „შევარდენის კვალი“, _გერმანული კინოსტუდი „დეფას“ მიერ გადაღებულ… - 100
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს და მის მიმართ ბრალდებების მორიგ სერიას პასუხობს: „ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!" ბარემ ერთი… - 100
ბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე, განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის… - 100
გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის… - 100
30 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება კამპანიის ლიდერებს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში საარჩევნო კამპანიის ლიდერი დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ხოლო საქართველოს მასშტაბით კამპანიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი ირაკლი…