მსოფლიოს უკვე 19 ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი, მომხმარებლისთვის ნაკლებ მიმზიდველობის მიზნით, სადა, ანუ სტანდარტიზებული (ყველა კოლოფი ერთფეროვანი იქნება, თუმცა მასზე დატანილი იქნება ბრენდის სახელწოდება და ქვესახეობა) შეფუთვითიყიდება. ეს ნორმა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება კიდევ 10 ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც, სადაც თამბაქოს სადა შეფუთვით რეალიზაცია ჯერ კიდევ 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა დაწყებულიყო. აღნიშნული ნორმის არსებობას თამბაქოს ინდუსტრია ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის პროცესში ეწინააღმდეგებოდა. თამბაქოს კონტროლის კანონის მიღებიდან ორ თვეში, 2017 წლის ივლისში კი, საერთაშორისო გავლენები გამოიყენეს და საქმეში აშშ-ს გავლენიანი პირებიც ჩარიეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სადა შეფუთვის რეგულაცია უპრეცენდენტოდ დიდი ხნით, 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადაევადებინა.
ინდუსტრია მთავრობისაგან კვლავ აღნიშნული ნორმის გადავადებას ითხოვს. არგუმენტები ამჯერადაც უსაფუძვლოა.ცრუობენ, რომ ტექნიკური რეგლამენტი არდამტკიცებულა და ახალი დიზაინით კოლოფების დამზადებას ვერ მოასწრებენ. რეგლამენტი ჯერ კიდევ 2017 წელს მომზადდა. ამჟამად განახლებული დოკუმენტიშეთანხმების პროცესშია, რომელსაც დროის გაყვანის ტაქტიკით აფერხებს თამბაქოს ინდუსტრია და ახალ, მოთხოვნებსაც აყენებს.
საქართველოს მცირე ბაზრისთვისახალი დიზაინის კოლოფები მაქსიმუმ 2-3 თვეში დამზადდება. სინამდვილეში ინდუსტრია ცდილობს კოლოფის სასურველი, ღრმაზომა დაამტკიცებინოსდა შესაბამისადე.წ. „სლიმ“ ანუ წვრილი სიგარეტების შეფუთვაშეინარჩუნოს. აღნიშნავენ, თითქოს კოლოფების მათთვის სასურველ ზომას ევროდირექტივა მოითხოვს, მაშინ, როდესაც ევროპაში ასეთი სიგარეტების შეფუთვა კარგახანია აკრძალულია.
განახლებული ტექნიკური რეგლამენტის შეთანხმების პროცესში, თამბაქოს ინდუსტრია სწორედ ევროდირექტივების არასწორი ინტერპრეტაციითცცდილობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შეცდომაში შეყვანას.
შევახსენებთ მთავრობასა და ყველა უწყებას, სადაც ინდუსტრიას საყრდენი პირები ჯერ კიდევ ჰყავს, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობა ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული (სადა შეფუთვა სწორედ ასეთი საკითხია) პოლიტიკის შემუშავების, მიღებისა და დანერგვის პროცესში. თამბაქოს ინდსუტრია ყოველთვის ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ეფექტური ზომების მიღებას. შესაბამისად, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრები და კონსულტაციები არღვევს საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებსა და ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამიტომაც მოვითხოვთ:
-
ჯანდაცვის სამინისტრომ, უახლოეს დღეებში დაასრულოს ტექნიკური რეგლამენტის ტექსტზე მუშაობა და შეწყვიტოს ყოველგვარი კომუნიკაცია თამბაქოს ინდუსტრიასთან და შესაბამისად, არ გაითვალისწინოს ინდუსტრიის არანაირი წინადადება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;
-
საქართველოს მთავრობამ უახლოეს სხდომაზე დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი და ამის შესახებ აცნობოსვაჭრობის მსოფლიო ორგანოზაციასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს;
-
საკითხის კიდევ უფრო გაჭიანურება გააჩენს საფუძვლიან ეჭევს, რომ ხელისუფლებაზეთამბაქოს ინდუსტრიას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე მოსახლეობის სასიცოცხლოს ინტერესებს.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი
მსგავსი სტატიები
- 72დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 70საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 67ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 63საზღვარგარეთ, ხშირად გაიგებთ ქართველების პროტესტს, რომ მსოფლიო, საქართველოს, შესაბამისად და იმ საუკეთესო კუთხით არ იცნობს, რომლითაც იმსახურებს. ქართველები ამაში ვადანაშაულებთ ყველას - დაწყებული სახელმწიფოდან, დამთავრებული უცხო ქვეყნის რიგითი მოქალაქით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს. არადა, დამეთანხმებით, საქართველოს, მსოფლიოსთვის მოსაყოლიც ბევრი აქვს და ბევრიც შეუძლია ასწავლოს. თუ უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი…
- 63"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…