თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს.
„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან“,- აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მანამდე ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 62
- 60
თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განცხადებით, ფაქტია, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი ,,გარედან არის შესული“. როგორც კახა აბულაძემ ,,პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, დადასტურებულია, რომ საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ავადობის მიზეზი ვირუსი იყო და არა საკვებით ინტოქსიკაცია. ,,ავადობის მიზეზი უკვე დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა პირველი განცხადება 20 სექტემბერს გაავრცელა და ბავშვების ავადობა… - 57
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 33 პირი გადაიყვანეს, საიდანაც 13 აქციის მონაწილე იყო, 4 მედიასაშუალების წარმომადგენელი, ხოლო16 შსს-ს თანამშრომელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება. „რამდენიმე დაშავებული კლინიკაში რჩება მედიკოსების რეკომენდაციის შესაბამისად“,- აღნიშნავენ… - 53
„გურიაში რომ ყველას პრობლემა აქვს არაა არავისთვის უცხო სტიქიის გამო, მაგრამ არის სფერო სადაც მეტი ძალისხმევაა საჭირო. ურეკის ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრს თოვლმა ჩამოუნგრია გვერდზე მიშენებული (გურულად გადახურული). სადაც საკმაოდ ძვირადღირებული მექანიკური აპარატები გვეწყო ( ვერტიკალიზაციის აპარატი და სხვადასხვა დასახელების აპარატები, რომლებიც გამოიყენება შშმ. ბავშვების სიარულის და კოორდინაციის ვარჯიშებისთვის) უმორჩილესად გთხოვთ… - 52
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე…
