დღეს, ცნობილ მეცნიერს,მწერალს, ფაზისის საერო აკადემიის წევრს, პროფესორ გიზო ჭელიძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩვენი გაზეთის განყოფილების გამგე იყო. ეს იყო დიდი გუნდი, რომელსაც შესანიშნავი რედაქტორები ჯერ ვახტანგ ჯაყელი, შემდეგ აფთონ გურგენიძე ხელმძღვანელობდნენ. გიზოსთან ერთად გაზეთში მუშაობდნენ ცნობილი ჟურნალისტები: თამაზ სალუქვაძე, მამია კილაძე, ელგუჯა შევარდნაძე, ნუგზარ ქინქლაძე, ვაჟა ჭანუყვაძე, მინდია თავაძე, გენრიეტა ქუთათელაძე, ლამარა სიმონიშვილი და სხვები.
გიზო ჭელიძე ქართული ფოლკლორის ცნობილი მკვლევარი, არაერთი წიგნის ავტორი გახლდათ. იყო ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი.
გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს მწერალთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ორგანიზაცია უშვებდა ლიტერატურულ ბიულეტენს „გუბაზეული.“
….იყო შესანიშნავი ოჯახის უფროსი…
გიზო ჭელიძე თავის მშობლიურ სოფელ ლიხაურშია დაკრძალული.
„დღეს მამაჩემის გიზო ჭელიძის დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდებოდა.
მისი სურვილი იყო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მანვე სადიპლომოდ გადმომცა მისთვის გერმანიიდან გამოგზავნილი რობერტ ლახის „ქართული სიმღერები“. მისივე დაინტერესებით ასპირანტურაში სწავლა ფოლკლორში გავაგრძელე და დისერტაცია სწორედ ლახის კრებულზე დავიცავი.
ახლა ისრაელში ვცხოვრობ, რომელსაც მან მიუძღვნა წიგნი „უკეთუ დაგივიწყო ისრაელო“.
და დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ახლახანს სამეცნიერო აკადემიური საქმიანობა დავიწყე იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფოლკლორული კვლევების ცენტრში.
ეს მას განსაკუთრებით გაეხარდებოდა, რადგან მისი ოცნების ასრულება იყო, რომ ფოლკლორის მიმართულებით წარმემართა კვლევები და მისი ფოლკლორული მოღვაწეობა გამეგრძელებინა“_წერს გიზოს ვაჟი, პროფესორი ლადო ჭელიძე სოციალურ ქსელში.
მსგავსი სტატიები
- 44ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 40ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 38დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 37_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…
- 32სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…