მდინარე სუფსის აუზის აოხრების შემდეგ ქვა-ღორღის მომპოვებელები ახლა მდინარე ნატანების აუზს კვლავ შეესივნენ და ბოლო 20 წლის განმავლობაში 40-მდე ქვა-ღორღის მომპოვებლების მიერ აოხრებულ ხეობას საბოლოო განაჩენს გამოუტანენ.

ერთობლივი საწარმო „POLAT YOL &MAPA“ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე შავი ზღვიდან 20-კილომეტრიან ზოლში ასეულობით ათას კუბურ წიაღისეულს მოიპოვებს. სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში 530 493 ლარი უნდა შევიდეს, ხოლო წიაღისეულის მომპოვებლების და სხვათა ჯიბეებში ათჯერ მეტი.

გთავაზობთ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებლის, ირმა გორდელაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულო პოსტს:

„არ გამიკვირდება რომ მალე ინვესტორისთვის შეცვალონ კანონმდებლობა და წიაღის მოპოვების უფლება ზღვიდანაც დართონ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მერია, მდინარე ნატანები. ძლივს ვიცანი მდინარე.

მდინარე ნატანებიდან, რომელიც ზღვაში ჩამდინარეა და ეს ტერიტორია არის ზღვიდან 20 კილომეტრიან  ზოლში, კომპანია „პოლატს”“ ხელისუფლებამ უფლება მისცა ლიცენზიის გარეშეც მოიპოვოს წიაღი. ამისთვის სასწრაფოდ შეიცვალა„სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების“ დებულებაში, ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე.

2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა 2020 წლის 4 სექტემბერს. კერძოდ:

„დაუშვებელია ლიცენზიის გაცემა ინერტული მასალის მოპოვების მიზნით, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა…შავი ზღვის შესართავიდან 20 კლ მანძილზე პირდაპირი ხაზით“…

ცვლილება-„ მითითებულ დიაპაზონში ინერტული მასალის მოპოვება ნებადართულია…იმ შემთხვევაში, თუ მოპოვება წარმოებს ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან შავი ზღვის ნაპირების ( პლაჟების) აღდგენის მიზნით. მოპოვება დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული მასალა დასაწყობებულია“…

ხელს აწერს მაშინდელი პრემიერი- გახარია.

ერთ კვირაში, სასწრაფო წესით კანონის ცვლილებას წინ უსწრებდა, კომპანია “პოლატის” წერილი 27. 08.2020 წ. დოკუმენტის N-TMO/20/0324, რომელიც გაეგზავნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. კომპანიამ დაიწუწუნა წიაღი არ მაქვს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვისო.

ახლა გრიგოლეთი-შეკვეთილის ავტობანს აშენებს და გურიის მდინარეებიდან 2 მილიონი კუბი  წიაღი დასჭირდა და უკვე მდ. ნატანებზე , 20 კლმ. ზოლში გადაეცა ულიცენზიოდ ინერტული მასალის მოპოვების უფლება.

ხელს აწერს ამჟამინდელი პრემიერი.

ავტობანი კარგია და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია.

მაგრამ მდინარეები და ზღვა არაა სახელმწიფო მნიშვნელობის?

ეს ავტობანი ხომ იმიტომ კეთდება, ზღვას ესტუმროს ადამიანები და თუ მდინარეებმა ნატანი ვერ ჩაიტანა, ზღვის სანაპირო ზოლსაც ეროზია დაეწყო და ყარეთ მერე ქვა-ღორღი სანაპიროზე.

ულიცენზიო კარიერსაც სჭირდება სრული დოკუმენტაციების პაკეტი, რომელსაც აუცილებლად მოვითხოვთ.

როცა დიდი პროექტი ხორციელდება, მისთვის საჭირო მასალას გათვლა უნდა, ამის გამო მდინარეთა ტრაექტორიის, კალაპოტის იავარქმნა დაუშვებელია!“_წერს ირმა გორდელაძე.

 

გაზეთი „ალიონი“ გააგრძელებს ამ თემის კვლევას.

 

მსგავსი სტატიები

  • 75
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 63
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 63
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 61
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 60
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…