უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა მსოფლიო მედიის მიმართ ღია წერილს აქვეყნებს.
👇 მთავარი, რაც წერილში წერია:
➖ იმის დაჯერება, რაც ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ მოხდა შეუძლებელი იყო. ჩვენი ქვეყანა იყო მშვიდობიანი, ჩვენი ქალაქები და სოფლები კი სიცოცხლით სავსე.
➖ ამ შემოჭრაში ყველაზე საზარელი და დამანგრეველი დაღუპული ბავშვები არიან. 8 წლის ალისი, ვინც დაიღუპა ახტირკის ქუჩებში, როცა ბაბუამისი მის დაცვას ცდილობდა. ან პოლინა კიევიდან, ვინც დაბომბვისას თავის მშობლებთან ერთად დაიღუპა. 14 წლის არსენს თავში ნამსხვრევები მოხვდა, მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა, რადგან ინტენსიური ცეცხლის გამო სასწრაფომ მასთან დროულად მისვლა ვერ შეძლო.
➖ ომის პირველმა ახალშობილებმა პირველად სარდაფის ბეტონის ჭერი დაინახეს, პირველად მიწისქვეშეთის მძიმე ჰაერი ჩაისუნთქეს, მათ დამწყვდეული და შეშინებული ადამიანები შეეგებნენ.
➖ ჩვენი გზები სავსეა ლტოლვილებით. ჩახედეთ თვალებში ამ დაქანცულ ქალებსა და ბავშვებს, ვინც საყვარელი ადამიანებისა და ნაცნობი ცხოვრების დატოვებით გამოწვეულ ტანჯვასა და გულისტკივილს დაატარებს.
➖ აგრესორი, პუტინი ფიქრობდა, რომ ის ბლიცკრიგს (ელვისებურ ომს) მოაწყობდა უკრაინაში. მაგრამ მან არასათანადოდ შეაფასა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მათი პატრიოტიზმი.
➖ უკრაინას სურს მშვიდობა. მაგრამ უკრაინა დაიცავს თავის საზღვრებს. დაიცავს თავის იდენტობას. ამას ის არასდროს დათმობს.
➖ დახურეთ ცა და მიწაზე ომს ჩვენ თავად გავუმკლავდებით.
➖ და ამ წერილით მე ვაღიარებ და ვეუბნები სამყაროს: უკრაინაში ომი არაა ომი „სადღაც შორს“. ესაა ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს. უკრაინა აჩერებს ძალებს, რომლებიც შესაძლოა ხვალ მოქალაქეების გადარჩენის არგუმენტით ქალაქებს თავს დაესხან.
➖ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ერთიანობის გამო, უკრაინის სიყვარულში ერთიანობის გამო. დიდება უკრაინას!
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…