2022 წლის 13 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის (9,10,11,12 კლასები), „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ მიერ გამოცხადებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პირველი შეხვედრა ჩატარდა. კურსი მიზნად ისახავს მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებში, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის კონცეფციის შესახებ და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას პროფესიულ ორიენტაციის საკითხების ირგვლივ
გარემოს დაცვით საფუძვლებსა და განახლებად ენერგიის მოდულს წარუძღვება გიორგი ბერეჩიკიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი; პროფესიული ორიენტაციის შესახებ ისაუბრებს ქეთევან ლობჟანიძე, ფსიქოლოგი, „ინსაით“ ჯგუფის დამფუძნებელი და HR მენეჯერი. პროფესიული ორიენტაცია განსაკუთრებით საჭიროა უფროსკლასელთათვის და მიზნად ისახავს აბიტურიენტების დახმარებას, რათა მათ შეძლონ მომავლის პროფესიის სწორად შერჩევა; კომუნიკაციების შესახებ შეხვედრას ჩაატარებს ხათუნა იოსავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2015 წლიდან. კომუნიკაციის ლექციის ფარგლებში, ახალგაზრდები ბევრს გაიგებენ მედიაზე და მის როლსა და ფუნქციაზე საზოგადოებაში, ასევე, ისწავლიან როგორ განასხვავონ ნამდვილი და „ფეიკ“ ანუ გამოგონილი, გაყალბებული ამბავი ერთმანეთისგან.
სასწავლო კურსი არაფორმალური განათლების ნაწილია და მოიცავს 6 ტრენინგს, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს ექსკურსიას მოქმედ ჰიდროელექტროსადგურზე, სადაც მოსწავლეები ნახავენ გენერაციის ობიექტს და გაეცნობიან მისი მუშაობის თავისებურებებს.
„როცა ვსაუბრობთ განვითარებულ სოფელზე, რომელიც წარმატებული ქვეყნის საწინდარი უნდა გახდეს, პირველ რიგში ვგულისხმობთ განათლებულ მომავალ თაობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი სოციალური პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებსაც, რომლიც მიმართულია ახალგაზრდა თაობაზე, ასევე ამ სექტორში დასაქმებულ პედაგოგებზე. ვფიქრობ, საინტერესო ტრენინგ კურსი მოვუმზადეთ მთისპირელ ახალგაზრდებს და დიდი იმედი მაქვს, ისინი ბევრ სიახლეს შეიტყობენ, როგორც გარემოს დაცვაზე, ასევე განახლებად ენერგიაზე, ეს კი მისცემს მათ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას, რისგან უნდა დაიცვან გარემო და როგორ და რატომ არის საჭირო ელექტროენერგიის მოფრთხილება და რა მნიშვნელობა ენიჭება ეკო მეგობრული გენერაციის ობიექტების მშენებლობას, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით“ – განაცხადა პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.
„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ტრენინგ კურსი უფროსკლასელთათვის სემესტრის ბოლომდე გაგრძელდება. მისი განახლება კი, 2022 წლის სექტემბრიდან არის დაგეგმილი. სექტემბრიდან ლექციები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლაშიც ჩატარდება.
„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგური“ მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი პროექტია, რომლის განმახორციელებელი კომპანიაა შპს სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI.
მსგავსი სტატიები
- 84დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 76გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 75სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 741918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 73სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…