გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაბა ურეკში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა, რომლებსაც პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები გადასცა.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მოვინახულეთ უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც საომარი მოქმედებების გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება. მათ გადავეცით სხვადასხვა საკვები პროდუქტები და ნივთები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იქნა შეგროვებული. მინდა, თითოეულ მოქალაქეს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მეგობარი უკრაინელი ხალხის დახმარებისათვის,“– აღნიშნა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.
„დაბა ურეკში ის უკრაინული ოჯახები მოვინახულეთ, რომელთაც ომის გამო, საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ. კიდევ ერთხელ, გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენ მეგობრების გვერდით ვდგავართ!“– აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
ამ ეტაპზე, ურეკის ორ სასტუმროში 21 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც საქართველოში თებერვლის ბოლოს ჩამოვიდნენ და მათი უმრავლესობა ქალაქ ხარკოვის მკვიდრია. საქართველო კვლავ განაგრძობს როგორც ომში მყოფი, ასევე, საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. უკრაინაში უკვე გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარების მეორე ეტაპის ფარგლებში შეგროვებული ტვირთი.
მსგავსი სტატიები
- 47
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 37
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 37
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 36
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…