დღეს, დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა ოზურგეთის სპორტული ოჯახის ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს გურამ ლომაძეს. იგი 55 წლის მანძილზე სპორტს ემსახურებოდა.
ბატონი გურამი წარმოშობით სოფელ მამათიდანაა. აქ დაამთავრა საშუალო სკოლა.
_კარგი მშობლები მყავდა: მამა,თეოფილე ფეხსაცმლების ხელოსანი იყო; დედა,ვერა ჩხარტიშვილი _ დიასახლისი; მე სპორტი მიყვარდა. სახლიდან ყოველდღიურად 3,5 კილომეტრის გავლა მიწევდა სკოლამდე, თუმცა „რეკორდსმენიც“ გვყავდა, სილაურელი ნუკრი როყვა _მას ყოველდღიურად 7,5 კილომეტრი გზა უნდა დაეფარა, სკოლაში რომ ევლო…სკოლა რომ დავამთავრე, ქ. გორში, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფაკულტეტზე. ვიყავი ინსტიტუტის ნაკრები გუნდის კაპიტანი ფრენბურთსა და კალათბურთში _იხსენებს თავის ცხოვრების გზას ბატონი გურამი.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და მამათის საშუალო სკოლაში დაიწყო მუშაობა ფიზკულტურის მასწავლებლად. შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ქ. ნოვოროსიისკის ნაკრები გუნდის წევრი იყო ფრენბურთში. შემდეგ კვლავ მამათის საშუალო სკოლა.
_1960 წელს მუშაობა დავიწყე ქ. ოზურგეთში, სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს“უფროს მწვრთნელად. პარალელურად ვმუშაობდი ქ. ოზურგეთის სამედიცინო სასწავლებელში. მალე დავოჯახდი, შესანიშნავ ქალბატონ იზოლდა ბოლქვაძეზე (იგი რაიკავშირის მთავარი ეკონომისტი იყო). შეგვეძინა ორი შვილი _ნინო და ასმათი _გვიყვება გურამ ლომაძე.
გურამ ლომაძის და სპორტის სხვა მესვეურების მონდომებით, რაც რაიონის სოფლებში სპორტული ცხოვრების გააქტიურობაში გამოიხატა, რაიონის ნაკრები გუნდები ფრენბურთში, კალათბურთში, ლელობურთში რესპუბლიკურ პირველობებზეც კი წარმატებებს აღწევდნენ. რაიონის სპორტულ სპარტაკიადაზე სპორტის 21„ სახეობაში მოსწავლეთა 37-38 ნაკრები გუნდი ასპარეზობდა.
შემდეგ ბატონი გურამი ლაითურის საბჭოთა მეურნეობაში სპორტსაზოგადოება „თავთავის“ ხელმძღვანელად დაინიშნა, პარალელურად მუშაობდა ლაითურის მეურნეობის ტექნიკუმში.
ამ პერიოდში ლაითურელი სპორტსმენები კარგ წარმატებებს აღწევდნენ რესპუბლიკურ და საკავშირო პირველობებზე. ყოფილი სსრ კავშირის პირველობაზე სოფლის სპორტსმენებს შორის, ლაითურელმა ფეხბურთელებმა „ოქროს თავთავის“ თასი მოიპოვეს. წარმატებით გამოდიოდა საქართველოს პირველობაზე ფრენბურთელთა გუნდი.
1990 წლიდან ქ. ოზურგეთის სპორტულ სკოლაში მუშაობდა ფრენბურთისა და კალათბურთის მწვრთნელად, სადაც 2010 წლამდე იმუშავა.
მან სპორტში მუშაობის 55 წლის სტაჟი დააგროვა.
ვულოცავთ ბატონ გურამს ამ თარიღს და ჯანმრთელობას და სიკეთეს ვუსურვებთ!
მეგობრები
მსგავსი სტატიები
- 60ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 58დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 58ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 57ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 49"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…