2022 წლის8ივნისს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო,მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის სკოპინგის ანგარიშისწარდგენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კომპანიამ სკოპინგის ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოში განსახილველად 2022 წლის 2 ივნისს წარადგინა.
კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს დეტალურად გააცნეს პროექტის ტექნიკურ პარამეტრები და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულება.
„მნიშვნელოვანი სიახლე გავაცანით მრჩეველთა საბჭოს წევრებს დღეს. კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელს ახალი პროექტი შეემატა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის სახით. საბჭოს ფორმატში არაერთხელ გაჟღერებულა, რომ მდინარე ბახვისწყლის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების არსებული პროექტები უმჯობესი იქნებოდა, ერთი კომპანიის ხელში ყოფილიყო, რადგან ამ შემთხვევაში, გატარდებოდა ერთიანი სტანდარტი როგორც მშენებლობის, ასევე ჰიდროელექტროსადგურის ოპერირების ფაზაზე. სწორედ ამ და ასევე, ჩვენი უცხოელი ექსპერტების რჩევების შედეგად, განვახორციელეთ ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესყიდვა და ტექნიკური სქემის გაუმჯობესება. პროექტის სკოპინგის ანგარიში გასულ კვირას წარვადგინეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოში კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიმდინარე თვეში ველითანგარიშის საჯარო განხილვას“ _ განაცხადა, ბახვი 2 ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.
ბახვი ჰესისგარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების საბჭოს სხდომას ესწრებოდა კომპანიის მიერ მოწვეული გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების ფრანგი ექსპერტი, პიერ ბიდერმანი. ბატონი პიერ ბიდერმანი აქტიურად იყო ჩართული ბახვი 1-ის კვლევების პროცესში, მის მიერ შემუშავებული ანგარიშების მაღლი სტანდარტებისა და სანდოობის გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მისი ჩართულობის შესახებ ბახვი 2-ის კვლევების პროცესშიც. მან კომპანიის დაკვეთით მოამზადა პროექტის მიკრო და მაკროკლიმატისა და კუმულაციური ზემოქმედების კვლევები და რეკომენდაციები. საბჭოს სხდომაზე ბატონი პიერ ბიდერმანი სწორედ ამ კვლევების შედეგების შესახებ გააკეთებს პრეზენტაციას.
მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა, მოხდა აზრთა გამოცვლა-გამოცვლა დაგეგმილი პროექტების გარშემო. საბჭოს წევრებმა საკუთარი რეკომენდაციები გაუზიარეს კომპანიის წარმომადგენლებს.
მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საბჭოს ახალი წევრი, მეწარმე ია ურუშაძე წარუდგინეს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ იქნა ნომინირებული საბჭოში. ქალბატონია 2011 წლიდან მუშაობს ორგანიზაციაში, რომელიც ახორციელებს ბავშვზე ზრუნვისა და კეთილდღეობის რეფორმებს. ორგანიზაციის დაქვემდებარებაში არის ორი მცირე საოჯახო სახლი და ერთი მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრი. ის ასევე, საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.მას აქვს გამოცდილება აგრომეწარმეობის კუთხითაც. ია ურუშაძეს აქვს თაფლის წარმოების საოჯახო მეურნეობა და ჩაის გზის ასოციაციაში კოორდინირებას უწევს სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებას.
შეგახსენებთ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანიცაა, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მეტი გამჭვირვალობა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.
მსგავსი სტატიები
- 942022 წლის 3 თებერვალს, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ ოზურგეთის პროექტის მენეჯმენტის ინიციატივით გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, საბჭოს წევრებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გაზიარება. შეგახსენებთ, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და…
- 80დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 802022 წლის 5 აგვისტოს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი, გასვლითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნეს კომპანიის მიერ მართული პროექტების განვითარების ფაზები და სამომავლო გეგმები. მხარეებმა იმსჯელეს და განიხილეს ახალი გამოწვევები და პროექტით დაინტერესებული მხარეებისთვის აქტუალური საკითხები.…
- 782022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
- 76